ლოჩოშვილის გოლით ირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს - კვირის პალიტრა

ლოჩოშვილის გოლით ირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით პირველი ტაიმის შემდეგ ფარერებს 1:0 ამარცხებს.

„ჯვაროსნების“ რიგებში ბოლო, 79-ე შეხვედრა გიორგი ლორიამ ჩაატარა, რომელიც ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში დაემშვიდობა.

სანიოლის გუნდი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და დაწინაურდა კიდეც - კუთხურიდან გულიაშვილის ჩაწოდებულ ბურთს რეინატრიოს კარში თავით ადგილი ლოჩოშვილმა მიუჩინა. აქედან მოყოლებული თამაშის ტემპი დაეცა, მასპინძლების შეტევები მინავლდა. ქვილითაიამ შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ფარერები

გოლი: ლოჩოშვილი (9)

საქართველო: ლორია, გოჩოლეიშვილი, გველესიანი, დვალი, ლოჩოშვილი, შენგელია, გაგნიძე, მექვაბიშვილი, ლობჟანიძე, ქვილითაია, გულიაშვილი

sportall.ge