საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, „ბორჯღალოსნები“, ზაფხულის ტესტ-მატჩების ფარგლებში მსოფლიო რეიტინგის მესამეადგილოსან ირლანდიას დაუპირისპირდება! ეს არის უნიკალური შანსი, რომ დაესწროთ უმაღლესი დონის რაგბის და მხარი დაუჭიროთ ჩვენს ნაკრებს ერთ-ერთი უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ.
თამაში გაიმართება, სულ რაღაც, ერთ თვეში, 5 ივლისს 21:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ისტორიულად ირლანდიასთან დაძაბული მატჩები გვქონია, მათ შორის 2007 წლის მსოფლიო თასზე, სადაც მხოლოდ 4 ქულით დავმარცხდით. ეს მატჩი ბორჯღალოსნებისთვის უმნიშვნელოვანესი გამოცდაა, რადგან ზაფხულში მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრა ელით მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან.
„ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელი, რიჩარდ ქოქრილი აღნიშნავს : „წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - 2 ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.“
ბილეთები უკვე იყიდება - გამოიყენე ეს შესაძლებლობა და მოდი, ერთად შევქმნათ დაუვიწყარი მომენტები.
(R)