"წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს.. საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზეც არის ეჭვი" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა - კვირის პალიტრა

"წუხელ ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს.. საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზეც არის ეჭვი" - როგორია ქალის მდგომარეობა, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა

ამ დრომ­დე მძი­მეა, გუ­შინ ხა­შურ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლის, ნანა ხი­ხა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ის გვი­ან ღა­მით უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რე­ა­ნი­მო­ბი­ლით თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს, ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ხა­შურ­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. გუ­შინ დი­ლით სამ­სა­ხუ­რი­დან შინ დაბ­რუ­ნე­ბულ ლე­ვან ბარ­ბა­ქა­ძეს სახ­ლში სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დახ­ვდა, მისი 9 წლის შვი­ლი ლუკა ბარ­ბა­ქა­ძე უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ხოლო მე­უღ­ლე უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში დახ­ვდა. ქალი კო­მა­ტო­ზუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბით ხა­შუ­რის რე­ფე­რა­ლურ კლი­ნი­კა­ში სას­წრა­ფოს ბრი­გა­დამ გა­და­იყ­ვა­ნა.

დღის ბო­ლოს კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

"ამ ეტაპ­ზე, არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი მას შემ­დეგ გვექ­ნე­ბა, რაც ყვე­ლა კვლე­ვის პა­სუხს მი­ვი­ღებთ. საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზეც არის ეჭვი, რო­მე­ლიც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გაგ­ზავ­ნი­ლი. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რო­დის იქ­ნე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან პა­სუ­ხე­ბი. სა­ბო­ლო ჯამ­ში მათი პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი. გა­მო­რი­ცხუ­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი, თუმ­ცა ჯერ კი­დევ რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო დი­აგ­ნო­ზი" - გა­ნა­ცხა­და გუ­შინ კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა. გააგრძელეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: "სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი უჭამიათ, ძეხვიც... ქალბატონი კომაშია, გული აქვს დაზიანებული" - რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში დატრიალებულ ტრაგედიაზე?

"ჩაგვშხამდა სასწავლო წელი, გაუბედურებულები ვართ, უდიდესი ტრაგედიაა, ლუკა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო" - რას ჰყვებიან ხაშურში დაღუპულ ბავშვზე?

"ბავშვს გაუღვიძია, მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა" - სამტრედიაში მომხდარი ტრაგედიის დეტალები