"მქონდა კიდევ ძალიან სასაცილო ისტორია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით" - როგორ იხსენებს ივანიშვილთან პირველ შეხვედრას თამარ ჩერგოლეიშვილი?
პოდკასტში "ორ ცეცხლს შუა" თამარ ჩერგოლეიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა:
"ვქორწინდებოდით, გრიგოლეთში გიგას ოჯახს მიწა აქვს და უნდოდათ, რომ იქ წავსულიყავით და მე ორადგილიანი მანქანა მყავს, იმაში ყველა ვერ ჩავეტიეთ და ვითხოვეთ მანქანა, რომელმაც წყალი აგვიდუღა და გავჩერდით ციცინათელა რომ არის პარკი იქ, ორმა მანქანამ ჩაიარა და მობრუნდნენ, შუშა ჩაიწია, ვიღაც თეთრ ტილოს პიჯაკში გამხდარი ტიპი იჯდა, ვერც ვიცანი, ახალი გადმოსული ვარ საქართველოში, მივდიოდი და მოვდიოდი, ზაფხულში ვიყავი ჩამოსული... გვითხრა, რომ მანქანას დაგიტოვებთო, არც მიფიქრია, რომ უნდა გამომეცნო, ვინ დამიტოვა მანქანა. ჩვენთან გიგას მამაც იჯდა და ვარშალომიძეს დაურეკა, რომ პროფილაქტიკაში დავტოვე გასაღებიო და იმან გვკითხა, თქვენ ხო მშვიდად ხართო და ამან უპასუხა:"კი კარგად ვართ, თავდაცვის სამინისტროს მანქანებმა გვიშველესო", ამ დროს გვითხრეს, რომ არ ვართ თავდაცვის სამინისტროდანო, ის ბიძინა ივანიშვილი იყო და ჩვენ მისი დაცვა ვართო. მაშინ მივხდი, რომ ის იყო ბიძინა ივანიშვილი. მერე მქონდა კიდევ ძალიან სასაცილო ისტორია ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და მოვყვები ამას. წელიწად ნახევარი ჩემმა შვილმა კატომ იარა ქართულ სკოლაში და იქიდან მოდის და მეუბნება მეგობარ კესოზე, რომელსაც სოფელში ჰყავს ზებრები, პინგვინები... რაღაც ცხოველებს ასახელებდა და ... ვფიქრობ, რომ ამ კესოს მდიდარი ფანტაზია აქვს, კატოც ხედავს, რომ არ მჯერა... ერთი ინგლისელი ავტორი, ვენდი სტივენსონი გვყავს ავტორი, ძალიან კარგი წიგნი აქვს საქართველოზე დაწერილი და ის ჩამოვიდა, ინტერვიუ მინდაო, 2008 წელია, იმ კაცთან მინდა ინტერვიუო, მილიარდერი რომ არის და ზოოპარკი რომ აქვსო, ამ დროს უცებ მახსენდება კესო და ვურეკავ კატოს და ვეკითხები, კესო რა გვარი იყო-მეთქი და ივანიშვილო, თურმე ბიძინას ძმისშვილი ყოფილა" - ამბობს ჩერგოლეიშვილი.