"შფოთი, შიში უნდა დაკარგოთ ყველაფრისა, სიკვდილის შიში პირველ რიგში. რაც გარდაუვალია და ვერსად გაიქცევი იმის, რატომ უნდა გეშინოდეს" - კვირის პალიტრა

"შფოთი, შიში უნდა დაკარგოთ ყველაფრისა, სიკვდილის შიში პირველ რიგში. რაც გარდაუვალია და ვერსად გაიქცევი იმის, რატომ უნდა გეშინოდეს"

ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი სულის მდგომარეობაზე საუბრობს:

"ავადმყოფობა ეს არის სულის ამა თუ იმ ნაწილის დაშლა. სულში რაღაცა დაიშალა და ფიზიკურად ასე გამოვლინდა, ვისაც არა სჯერა ეს, დაიჯეროს. სული გააჯანსაღეთ, ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულიაო, არა, უნდა შეტრიალდეს, ჯანსაღი სული ქმნის ჯანსაღ სხეულს. როცა არ ვნერვიულობ. არა? არა ვშფოთავ იმიტომ, რომ ყველაფერს უკვე ვუყურებ, როგორც გაკვეთილს. რატომ უნდა ვიშფოთო? რა მაქვს საშფოთველი, როცა ცხოვრებაში ვარ და გამოცდილებას ვიძენ, ან კარგს შევიძენ, ან ცუდს. ერთიც გამომადგება და მეორეც, თუ გონიერად მოვექცევი. შფოთი, შიში უნდა დაკარგოთ ყველაფრისა, სიკვდილის შიში პირველ რიგში. რაც გარდაუვალია და ვერსად გაიქცევი იმის, რატომ უნდა გეშინოდეს. არაფერი გამოგივა მაინც" - ამობს ამონაშვილი.