უკრაინული კამიკაძე-დრონები შავი ზღვის გარდა, რუსულ ხომალდებზე „შესევას“ სხვა ზღვებსა და ოკეანებშიც აპირებენ?!
შორსმფრენი კამიკაძე-დრონების მარაგის დაგროვებისა და დივერსიული ოპერაციების მოხშირების ხარჯზე უკრაინა რუსეთს ახლა უკვე არამარტო საზღვრისპირა რაიონებში ან სულაც რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ემუქრება, არამედ... წყნარი ოკეანის პორტებსა და სხვა ქვეყნების ტერიტორიბზეც კი...
აქამდეც ვრცელდებოდა მწირი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ სირიაში ჰმეიმიმის რუსულ საჰაერო ბაზაზე დრონების მოხშირებულ თავდასხმების უკან თითქოს უკრაინელი სამხედრო ინსტრუქტორები იდგნენ, ისევე როგორც აფრიკაში, მალიში მყოფ რუსული „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს დროდადრო ასევე უკრაინელი სპეცრაზმელები ესხმოდნენ თითქოს თავს...
მაგრამ, ის რასაც აქვეყნებს სოლიდური ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი, თუკი შეესაბამება სიმართლეს, მაშინ რუსეთს კიდევ ერთი „პერლ-ჰარბორის“ გამოცდა, ელოდება, რომელიც უფრო ახლოს იქნება ისტორიულ პერლ-ჰარბორთან, როგორც სცენარით, ისე გეოგრაფიული მდებარეობით...
The Washington Post-ი, უკრაინული სპეცსამსახურების წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინა ამზადებს მორიგ სერიოზულ დივერსიულ აქტს, ამჯერად რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წინააღმდეგ...
სავარაუდოდ, სცენარის მიხედვით, უკრაინული კამიკაძე-დრონები ფარულად განთავსებული იქნებიან საზღვაო კონტეინერებში, რომლებიც კომერციული ტვირთის სახით ჩამოტვირთული იქნება რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ვლადივასტოკის ან სხვა სავაჭრო პორტებში და კონკრეტულ მომენტში დისტანციურად აფრინდებიან და შეტევებს მიიტანენ ამ პორტების სიახლოვეს მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზებში ნავმისადგომეთან მდგარ რუსულ სამხედრო ხომალდებზე...
ძირითადი სამიზნე შეიძლება აღმოჩნდნენ ის სატვირთო გემებიც, რომლებიც აგრძელებენ ჩრდილოეთ კორეიდან შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების გადაზიდვას ვლადივასტოკის პორტებში - ეს ჩრდილოკორეული ჭურვები და რაკეტები შემდეგ უკრაინის ფრონტზე ხვდება და ამიტომაც უკრაინელი სამხედროები ძალიან დაინტერესებულნი არიან რამენაირად აღკვეთონ კიმ ჩენ ინის მიერ პუტინის აგრესორი არმიის მომარაგება...
გარდა საჰაერო კამიკაძე-დრონებისა, არ არის გამორიცხული უკრაინის სპეცსამსახურებმა ვლადივასტოკის საზღვაო აკვატორიაში რუსული სამხედრო ხომალდებზე შესატევად ასევე გამოიყენონ საზღვაო დრონებიც - წყალზედა კამიკაძე-კატარღები და წყალქვეშა კამიკაძე-ტორპედოები, სწორედ ისეთები, რომლებითაც სისტემატურად ესხმის თავს რუსულ ხომალდებს შავ ზღვაში და ასევე ყირიმის ხიდს - ეს საზღვაო კამკაძეები გაშვებული იქნება ვლადივასტოკის სიახლოვეს, ნეიტრალურ წყლებში მცურავი რომელიმე სავაჭრო გემის (რომელიც მესამე პირების საშუალებით ექნება დაფრახტული უკრაინულ სპეცსამსაურს) ბორტიდან ღამით...
ის, რომ უკრაინა რუსულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმების გადატანას შავი ზღვიდან წყნარ ოკეანეში აპირებს, უკვე გასაკვირვი აღარცაა, რადგან ამ წლის დასაწყისიდან ხმელთაშუა ზღავში უკვე განხორციელდა რამდენიმე თავდასმხა იმ რუსულ გემებზე, რომლებიც სამხედრო ტვირთებს ზიდავდნენ სირიაში რუსული სამხედრო ბაზებისთვის. ერთ-ერთი ასეთი რუსული გემი კიდევაც ჩაიძირა ესპანეთსა და მაროკოს სანპიროებს შორის მას შემდეგ, რაც წყალქვეშა დივერსანტებმა მის ბორტზე მაგნიტური ნაღმები მიამაგრეს და დისტანციურად ააფეთქეს...
შორს რომ აღარ წავიდეთ - ნეტავ ვინ ააფეთქა ბალტიის ზღვაში რუსეთიდან გერმანიისკენ მიმავალი ახალი წყალქვეშა გაზსადენი?