დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება - კვირის პალიტრა

დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება

8 ივნისს, UFC 316-ზე, მერაბ დვალიშვილი შონ ომალის მეორედ დაუპირისპირდება. შონ ომალის უკანასკნელი მოწინააღმდეგე სწორედ მერაბი იყო, ვისთანაც იგი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. თავად დვალიშვილმა კი მასთან ქამრის მოპოვების შემდეგ, ტიტული უმარ ნურმაგომედოვთან წარმატებით დაიცვა და სამივე მსაჯის აზრით დაამარცხა დაღესტნელი.

განვიხილოთ მათი პირველი შეხვედრა და გავიგოთ თუ რას გვასწავლის ეს ბრძოლა მერაბისა და შონის ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ. პირველი რაუნდი ორივე მებრძოლმა საკმაო სიფრთხილით დაიწყო, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო მერაბის მხრიდან გდების საფრთხისაგან, ხოლო ომალის მხრიდან ადრეული ნოკაუტის შესაძლებლობის გამო. ომალი ზემოთ აღნიშნული ფაქტორიდან გამომდინარე, ცდილობდა დისტანციის დაცვას, რის ფარგლებშიც რაუნდის პირველი ნახევარი უკანა ფეხზე გაატარა. ამან საგრძნობი უპირატესობა მიანიჭა ქართველს. ეს ტენდენცია ომალის ბრძოლის სტილში რამდენიმე ხარვეზს ქმნის. პირველ რიგში, მოჭიდავესთან ბრძოლის შემთვევაში, ამერიკელს უკან დახევის დროს უჭირს ეფექტური თავდასხმების განხორციელება, ვინაიდან და რადგანაც კრივის ან კიკბოქსინგის კომბინაციების დროს მოწინააღმდეგე დაუცველი რჩება ფეხში შესვლისა და გდებისაგან. ეს გდებები კიდევ უფრო მარტივია, როდესაც ომალი ან უკან იხევს ან გალიასთანაა მიბჯენილი. დაახლოებით ამ სცენარით დამარცხდა ის მერაბთან. გააგრძელეთ კითხვა