"იმედია, ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე... ვინც ამბავი არ იცით, დაახლოებით 8 წლის წინ უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა" - ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე იოსელიანის ვიდეომიმართვაზე
ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე იოსელიანის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართავს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
"ვინც ამბავი არ იცით.დაახლოებით 8 წლის წინ, ჯერ კიდევ იბერია რომ არსებობდა, კოტე იოსელიანმა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა პირდაპირ ეთერში.ის განცხადება ჩემთვის მაშინაც და ახლაც მიუღებელია, ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი სხვათა შორის. უტა კი არა, ნებისმიერი ადამიანის პირადზე განცხადებები არის "ქოცობა" ჩემთვის. თან ჭორების დონეზე.მალევე კოტემ მოიხადა ბოდიში და წავიდა პოლიტიკიდან.ამდენი წლის შემდეგ ეს თემა ვის გაახსენდა?შემთხვევით რომელიმე ქუჩის ბიჭს ქულების დაწერა ხომ არ მოუნდა მეფის კარზე? და ამ კითხვებს მე ტყუილად არ ვსვამ. იმედია, ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო. All reactions:117117