„ოპოზიციის სრული ბოიკოტი ნიშნავს საკუთარი უძლურების აღიარებას, არ შეგიძლია არაფერი და მაშინ მხარი რატომ უნდა დაგიჭირონ?“
ბოლო დღეებია ოპოზიციის ერთი ნაწილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ლაპარაკობს, რომ მინიმუმ, მსჯელობაა დასაწყები. უკვე ისინიც იმეორებენ იმ არგუმენტებს, რასაც აქამდე არჩევნებში მონაწილეობის მომხრე პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობდნენ. თუმცა მათ ამ პოზიციას, მონაწილეობის მოწინააღმდეგე ოპოზიციისა და საზოგადოების თავდასხმა და ლანძღვა მოჰყვა. საინტერესო კი ის არის, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც აქამდე თითქოს ოპოზიციის გამაერთიანებლის როლს თამაშობდა, მხარი დაუჭირა არამონაწილეებს და ილაპარაკა ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე. რამდენად იქნება ზურაბიშვილი ოპოზიციის გაერთიანების ხელშემწყობი და როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, დავით ზურაბიშვილსა და გია ხუხაშვილს ვესაუბრებით.