გიორგი ბაჩიაშვილის კიდევ ერთი სკანდალური განცხადება - "ბორტზე, რომლითაც საქართველოში ჩამომიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა"
თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბორტზე, რითაც მისი საქართველოში ჩამოყვანა მოხდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
აღნიშნული განცხადება მან სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც ბაჩიაშვილმა განმარტა, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული გაიტაცეს და უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში.
მისი თქმით, ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება.
"ინტერპრესნიუსი"