ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა ? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში?
ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ambebi.ge ავრცელებს.
ასევე, Police.ge-ზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან მაისურაძეა მითითებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ვაჟა სირაძე 2019 წელს დაინიშნა.
„ინტერპრესნიუსი“ ინფორმაციის დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.