"ხარება" გდდ-ის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს - ცნობილია, ვინ შეცვლის მას - კვირის პალიტრა

"ხარება" გდდ-ის ხელმძღვანელის პოსტს ტოვებს - ცნობილია, ვინ შეცვლის მას

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ზვიად ხარაზიშვილს („ხარება") რომან ქარცივაძე ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი ცვლილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს შეეხო - აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე რომან ქარცივაძე დაინიშნა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.