"სხვის სახლში ყოფილა სტუმრად, მკვლელი იქ შევიდა და ესროლა" - გორის რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
"როგორც ვიცი, დაიჭირეს, ვინც ესროლა. სხვის სახლში ყოფილა სტუმრად, იქ შევიდა და ესროლა. მიზეზი არ ვიცით", - უთხრეს "მოზაიკას".
ახალი ინფორმაცია: (VIDEO) მეჯვრისხევის მკვლელობაზე სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია - 15-წლიანი სასჯელი და სხვა დეტალები - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს?