"ვეძებთ ჩემ ძმისშვილს, გთხოვთ გააზიაროთ" - ელენე ხოშტარიას ძმისშვილი დაიკარგა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია გიორგი ხოშტარიას გაუჩინარების შესახებ.
ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ:"ვეძებთ გიორგი ხოშტარიას, თუ ვინმე შეამჩნევთ ან დაინახავთ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577578855 ან 593316843", - წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
გიორგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას ძმისშვილია.
"ვეძებთ ჩემ ძმისშვილს, გთხოვთ გააზიაროთ", - წერს ელენე ხოშტარია.