"მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად" - რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური? - კვირის პალიტრა

"მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად" - რა ინფორმაციას ავრცელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური?

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს სოფელ ხუნწში დაკარგულ ბავშვზე:

"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.