"იდეალურ ქალს ვეძებ, კარგი რეპუტაციის მქონეს, ერთგულს, კეთილს, ჭკვიანს" - მერაბ დვალიშვილი საცოლეს ეძებს: რას ამბობს სპორტსმენი?
ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.
ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწრო.
ცოტა ხნის წინ, მერაბ დვალიშვილმა ინტერვიუში პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. როგორც ჩემპიონმა აღნიშნა, ის საცოლეს ეძებს, თუმცა მისთვის სასურველი ქალის პოვნა რთულია:
"ქალბატონები მიყვარს, თუმცა, საბოლოოდ, მინდა ერთადერთი ქალი ვიპოვო - ჩემი შვილების დედა. ახლაც ვეძებ, ვეგასში მისი პოვნა რთულია.
იდეალურ ქალს ვეძებ: კარგი რეპუტაციის მქონეს, ერთგულს, კეთილს, ჭკვიანს". გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო