"ბრალ­დე­ბულს არ ჰქონ­და ქა­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გან­ზრახ­ვა" - ცნობილმა ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა ვენაში ჩადენილი დანაშაული აღიარა - კვირის პალიტრა

"ბრალ­დე­ბულს არ ჰქონ­და ქა­ლის და­ზი­ა­ნე­ბის გან­ზრახ­ვა" - ცნობილმა ქართველმა პლასტიკურმა ქირურგმა ვენაში ჩადენილი დანაშაული აღიარა

5 ივ­ნისს, ვე­ნა­ში, 35 წლის ქარ­თველ პლას­ტი­კურ ქი­რურგს, რო­მე­ლიც უკა­ნო­ნო კოს­მე­ტი­კურ ოპე­რა­ცი­ას ატა­რებ­და, სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის­თვის 20-თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბით დას­რულ­და, ზამ­თარ­ში მოხ­და.

უკა­ნო­ნო ოპე­რა­ცია სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში

11 თე­ბერ­ვალს, ვე­ნის ლან­დშტრა­სეს რა­ი­ონ­ში, 35 წლის ქარ­თველ­მა ექიმ­მა 58 წლის ქალს ნი­კა­პის უკა­ნო­ნო ლიფ­ტინ­გი ჩა­უ­ტა­რა. ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად ქალს იმ­დე­ნად მძი­მე გარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ნუ­ვი­თარ­და, რომ მას სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და და ღამე ვე­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი კლი­ნი­კის (AKH) რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო და სას­წრა­ფო ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

"კოს­მე­ტი­კუ­რი წვე­უ­ლე­ბა" და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­უ­ლი გა­რე­მო

რო­გორც გა­ირ­კვა, და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ქალ­მა მე­გობ­რის­გან ე.წ. „კოს­მე­ტი­კუ­რი წვე­უ­ლე­ბის“ შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, სა­დაც იაფ და აშ­კა­რად უკა­ნო­ნო სი­ლა­მა­ზის პრო­ცე­დუ­რებს სთა­ვა­ზობ­დნენ. სწო­რედ ამ გზით ჩა­ე­წე­რა იგი ნი­კა­პის ლიფ­ტინგზე 2025 წლის 11 თე­ბერ­ვლის­თვის. ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და ვე­ნის ერთ-ერთ ბი­ნა­ში, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა „სის­ხლი­ან და ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­ულ“ გა­რე­მოდ აღ­წერ­და. პრო­ცე­დუ­რა ქალს 1 600 ევრო და­უჯ­და. გააგრძელეთ კითხვა