(ფოტოები) 60 წლის ელიზაბეტ ჰარლი გაშიშვლდა - "ჩემი დაბადების დღის კოსტიუმი"
ჰოლივუდის ვარსკვლავი, ელიზაბეტ ჰარლი 60 წლის გახდა. დაბადების დღეზე კი მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომელთაგან ერთ-ერთზე სრულად შიშველია.
სრულიად შიშველი მსახიობი მდელოზე პოზირებს.
კიდევ ერთ ფოტოში კი თავის პარტნიორთან, ბილი რეი საირუსთან ერთად არის აღბეჭდილი.
ამით ფაქტობრივად დაადასტურა ბილისთან რომანტიკული ურთიერთობა. ცნობისთვის, ბილი რეი საირუსი მომღერალ მაილი საირუსის მამაა."მადლიერი ვარ, რომ საუკეთესო ოჯახი და მეგობრები მყავს. სურათი გადაღებულია ჩემი დაბადების დღის კოსტიუმით", - წერს ელიზაბეტ ჰარლი იუმორით.