"არავის დაიჭერენ" - ნინო წილოსანის განცხადება მისი საჩივრის საფუძველზე სასამართლოში დაბარებული პირებზე - კვირის პალიტრა

"არავის დაიჭერენ" - ნინო წილოსანის განცხადება მისი საჩივრის საფუძველზე სასამართლოში დაბარებული პირებზე

არა­ვის არ და­ი­ჭე­რენ - ამის­თვის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა, - ასე უპა­სუ­ხა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ნინო წი­ლო­სან­მა ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას, რო­მე­ლიც მისი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლო­ში და­ბა­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბო­და.

წი­ლო­სა­ნის თქმით, სა­სა­მარ­თლო­ში და­ბა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა იფიქ­რონ ისე, რო­გორც ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს კო­რექ­ტუ­ლი და კრი­ტი­კის ფორ­მა და არა შე­უ­რა­ცხყო­ფის.„მგო­ნია, რომ ეს იყო სა­მა­გა­ლი­თო იმის­თვის, რომ სხვი­სი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ცი­ლის­წა­მე­ბე­ბი, ბრალ­დე­ბე­ბი და მათ შო­რის, ასე­თი ზი­ზღის კამ­პა­ნია, რომ­ლის­თვი­საც ისი­ნი და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი არი­ან, [მი­უ­ღე­ბე­ლია]…არა­ვის არ და­ი­ჭე­რენ - ამის­თვის არის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა. ჩემ­ზე წარ­მოდ­გე­ნა [სა­სა­მარ­თლო­ში და­ბა­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს] არ უნდა შე­ეც­ვა­ლოთ, რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფ­ლე­ბა იფიქ­რონ ისე, რო­გორც ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს უნდა ჰქონ­დეს კო­რექ­ტუ­ლი და კრი­ტი­კის ფორ­მა და არა შე­უ­რა­ცხყო­ფის… რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის შე­უ­რა­ცხყო­ფას და ზი­ზღის გე­ნე­რი­რე­ბას ახ­დენ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დე რა კა­ნო­ნი მოქ­მე­დებს არამ­ხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, არა­მედ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­შიც. თქვენ რომ ცოტა მა­ინც და­ი­ხარ­ჯოთ ამ სი­უ­ჟე­ტის მომ­ზა­დე­ბი­სას და ელე­მენ­ტა­რუ­ლად ნა­ხოთ სხვა ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი - მა­გა­ლი­თად რო­გორ და­ა­სან­ქცი­რეს 12 000 ევ­რო­თი საფ­რან­გეთ­ში ქალი, რო­მელ­მაც მაკ­რონს ნა­გა­ვი უწო­და…

თქვენც შე­გიძ­ლი­ათ [სა­ჩივ­რის და­წე­რა]- ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლი აქვს დარ­ღვე­უ­ლი ყვე­ლას შე­გიძ­ლი­ათ უჩივ­ლოთ, მე ხომ თქვენს ნაც­ვლად ვერ ვუ­ჩივ­ლებ?“ - გა­ნა­ცხა­და წი­ლო­სან­მა.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სე­ბის გამო თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტე­ბი და­ი­ბა­რეს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა ოქ­მე­ბი შე­ად­გი­ნა და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტუ­სე­ბის გამო მათ და­ჯა­რი­მე­ბას ითხოვს.