"როგორც უმცირესობისთვის ცნობილმა რუსეთუმემ, საზღვარი ბოლო-ბოლო გადავკვეთე და ვნახე მოსკოვები" - რა ვიდეოს აქვეყნებს ხატია სიჭინავა?
ხატია სიჭინავა ინსტაგრამის პირად გვერდზე ფოტოებსა და ვიდეოს მოსკოვიდან აქვეყნებს:
"აფხაზეთი საქართველოა!
დანარჩენი ყველაფერი დეზინფორმაციაა. ყველაფერი ღიაა, ყველა გარეთაა, ჩვეულებრივი ტემპით მიმდინარეობს მეგაპოლისის ცხოვრება, და მეც, როგორც უმცირესობისთვის ცნობილმა რუსეთუმემ, საზღვარი ბოლო-ბოლო გადავკვეთე და ვნახე მოსკოვები.
წითელ მოედანზე სამწუხაროდ სხვა ქვეყნის დროშა კატეგორიულად აკრძალულია და ამიტომ ვერ გავშალე ჩვენი დროშა . სხვათაშორის ძალიან მომეწონა ეს მკაცრი წესი ! პრიორიტეტში თავისი ქვეყანა ყავთ .
ასევე მიმდინარეობს საერთაშორისო ფეხბურთის შეჯიბრი, მსოფლიოს ქვეყნების არაფეხბურთელ ცნობად სახეებს შორის, სადაც უკვე 2 ტური მოვიგეთ.
ასევე ჩვენი იქ ყოფნა დაემთხვა ილონ მასკის მამის სტუმრობას, რომელმაც არაჩვეულებრივი შეხვედრა გამართა .
ასეთი ამბებია მოსკოვებში" წერს ხატია სიჭინავა.