"არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს ტკივილი... ჩემი ძმის შვილი უკრაინაში გაექცა მშობლებს საბრძოლველად..." - რას წერს თეა დარჩია
უკრაინაში, რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი - 21 წლის დემეტრე დარჩია შეეწირა. ის გუშინ "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე განხორციელებული დივერსიული აქტის შედეგად დაიღუპა.
უკრაინის სპეცსამსახურებისა და ეროვნული პოლიციის მიერ გამოძიებები ამჟამადაც მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით, "ქართული ლეგიონის“ ბაზაზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი, რომლის დეტონაცია მოხდა იმ მომენტში, როდესაც დემეტრე დარჩია მასთან ახლოს იყო.
როგორც ლეგიონის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობს, დარჩია სულ რაღაც 4 თვის ჩასული იყო უკრაინაში.
გარდაცვლილი მოცეკვავე თეა დარჩიას ძმის შვილი იყო. მომხდარს ხელოვანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
- ეს არაჩვეულებრივი ბიჭი, დემნა დარჩიაა, ჩემი ძმის, დავით დარჩიას შვილი და იღუმენია სიდონია დარჩიას ძმის შვილია. ის უკრაინაში გაექცა მშობლებს საბრძოლველად და დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებისას ნაღმზე აფეთქდა. 21 წლის ბავშვი , სიკეთის და სიყვარულის განსახიერება აღარ არის.
არ ვიცი, როგორ უნდა გადავიტანოთ ეს არ გადასატანი ტკივილი. გააგრძელეთ კითხვა