“შორს ხელები ჩემი ოჯახისგან - ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე“ - რა მიმართვას ავრცელებს ნატო გელაშვილი - კვირის პალიტრა

“შორს ხელები ჩემი ოჯახისგან - ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში, არც სცენაზე“ - რა მიმართვას ავრცელებს ნატო გელაშვილი

მომ­ღე­რა­ლი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი მისი ვა­ჟე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ კრი­ტი­კას და ბუ­ლინგს ეხ­მა­უ­რე­ბა და გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

“მო­გე­სალ­მე­ბით სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს… არ მე­გო­ნა რომ კი­დევ და­ვუბ­რუნ­დე­ბო­დი ჩემს ოჯახ­ზე ბუ­ლინ­გის თე­მას… თუმ­ცა რო­გორც ჩანს გა­უს­ვრე­ლი არა­ვინ უნდა დარ­ჩეს დღეს ბი­ჭე­ბი არი­ან სა­მიზ­ნე­ე­ბი...კი­დევ ერთხელ გან­ვმე­ორ­დე­ბი, ჩვენ არა­ვის ვუ­ვარ­დე­ბით სახ­ლში, არც სცე­ნა­ზე, არც პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში, არც სა­მარ­ცხვი­ნო ნა­ბი­ჯე­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვით… როცა ყვი­რი “სირ­ცხვი­ლია”- ს, სულ ცოტა მისი ში­ნა­არ­სი კარ­გად უნდა გეს­მო­დეს ადა­მი­ანს…”რა არის სირ­ცხვი­ლი და რა არა”...

ეს ბი­ჭე­ბი იმ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დნენ სა­დაც ყვე­ლაფ­რის ფასი ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით. არც მში­ე­რის და­პუ­რე­ბა გვეშ­ლე­ბა, არც უსახ­ლკა­როს მი­ღე­ბა, არც მრწამ­სის­თვის ჯო­ჯო­ხე­თის გავ­ლა... არც მდუ­მა­რე­ბა­ში გლო­ვა, არც უსახ­ლკა­რო­ბის შიში, არც ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი და არც ქვეყ­ნის… არც გა­ზის ყლაპ­ვის შეგ­ვში­ნე­ბია ოდეს­მე და არც ვინ­მეს­თვის სი­მარ­თლის თქმის… ასე რომ… შორს ხე­ლე­ბი ჩემი ოჯა­ხის­გან,“ - წერს ნატო გე­ლაშ­ვი­ლი და გან­მარ­ტავს, რომ არც მის­მა შვი­ლებ­მა და არც სტუ­დენ­ტებ­მა მათე დე­ვი­ძის მი­მართ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის შე­სა­ხებ, გუ­შინ არა­ფე­რი იცოდ­ნენ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კონ­ცერტს გა­და­დებ­დნენ.გააგრძელეთ კითხვა