"გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დარღვეულია ერთ-ერთი ატომური იარაღის საცავის მდგომარეობა" - არსებობს თუ არა ბირთვული კატასტროფის საფრთხე საქართველოში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვულ ობიექტს დაარტყა
არსებობს თუ არა ბირთვული კატასტროფის და რადიაციული დაბინძურების საფრთხე საქართველოში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვულ ობიექტს დაარტყა? - "360 გრადუსის" კითხვებს პასუხს ნინო ჩხობაძე:
პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ დავაწყნარებ მოსახლეობას, ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არის, თუმცა, ბოლოს ერთი საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია ირანული წყაროებით, რომ თითქოს თითქოს დარღვეულია ერთ-ერთი ატომური სადგურის საცავის მდგომარეობა და შესაძლებელია გაჟონვა იყოს" - ამბობს ჩხობაძე.