"ირანული წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური საცავიდან შესაძლებელია გაჟონვა იყოს" - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს? - კვირის პალიტრა

"ირანული წყაროებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ატომური საცავიდან შესაძლებელია გაჟონვა იყოს" - ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს?

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი - დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ნინო ჩხო­ბა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ირან­ში რა­დი­ა­ცი­ულ გა­ჟონ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია და­უ­დას­ტუ­რე­ბე­ლია, ამი­ტომ, ამ ეტაპ­ზე, მისი თქმით, პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს.

რო­გორც ჩხო­ბა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ აღ­ნიშ­ნა, არ არის ცნო­ბი­ლი, მარ­თლაც იყო თუ არა ობი­ექ­ტებ­ში გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ურა­ნი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის გან­სა­სა­ზღვრად, არ­სე­ბობს თუ არა ნა­წი­ლა­კე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე.

ამა­ვე კონ­ტექ­სტში სა­უბ­რი­სას ჩხო­ბა­ძე დას­ძენს, რად­გან არ არ­სე­ბობს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია და­ზი­ა­ნე­ბე­ბის და ურა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, საფრ­თხის მას­შტა­ბის წი­ნას­წარ გათ­ვლა ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია."მინ­და და­ვა­წყნა­რო მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე, რად­გან ირა­ნუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დარ­ღვე­უ­ლია ერთ-ერთი ატო­მუ­რი სა­ცა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ჟონ­ვა იყოს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ჯერ­ჯე­რო­ბით ატო­მუ­რი სა­ა­გენ­ტო არ ადას­ტუ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს, სა­დაც ურა­ნი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი იყო, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ატო­მურ სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად არ აქვს. მათ დღეს დი­ლით გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თეს, რომ ვი­თა­რე­ბა სა­გან­გა­შო არი­სო, რად­გან არ ვი­ცით მო­ნა­ცე­მე­ბი, არ ვი­ცით იყო თუ არა ურა­ნი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი.

თუ ურა­ნი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი იყო ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ნა­წი­ლა­კე­ბი გავ­რცელ­დეს. მო­ნა­ცე­მე­ბი არ გვაქვს და ამი­ტომ მო­დე­ლი­რე­ბას ვერ ვა­კე­თებთ“,- გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­დი­ა­ცი­ის შე­საძ­ლო გავ­რცე­ლე­ბას, ჩხო­ბა­ძის გან­მარ­ტე­ბით, თუ რა­დი­ა­ცი­უ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის გა­ჟონ­ვა რე­ა­ლუ­რად მოხ­და, ქა­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით მათი გად­მოს­ვლა სომ­ხე­თის გავ­ლით მოხ­დე­ბა.მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს, ამას­თან სომ­ხეთ­თა­ნაც არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­დაც­ვლის პირ­და­პი­რი არ­ხე­ბი. გააგრძელეთ კითხვა