+18 ავტოკატასტროფის ვიდეო, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა - კვირის პალიტრა

+18 ავტოკატასტროფის ვიდეო, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა

გონიოში დატრიალებული ტრაგედიიის დეტალებს ახლა სამართალდამცავები არკვევენ. როგორც ირკვევა, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მიმავალმა BMW-ს ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და იქვე სახლთან გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. სამწუხაროდ შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ BMW-ს მარკის მანქანაში მყოფი სამი გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორი ბიჭი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ავტოკატასტროფის ვიდეო, რომელმაც 3 გოგოს სიცოცხლე შეიწირა.

წყარო: BMW-ს გიჟები

წაიკითხეთ ასევე: "ანას ისეთი ლამაზი, ცისფერი თვალები ჰქონდა... ძალიან განვიცდი ამ დიდ ტრაგედიას" - გონიოში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები