"ნანუკა, თქვენ გვერდით ჩვენ არასდროს დავდგებით! უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს" - ძმები ჭოხონელიძეები ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტს ეხმაურებიან
ძმები ჭოხონელიძეები ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქპოსტს ეხმაურებიან:

"პატიმრობაში მყოფი ბიჭების მიმართ დაფიქსირებული ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა, ასევე თსუ-ს თვითმმართველობის მიმართ დაფიქსირებული ჩვენი პოზიცია, თქვენს გვერდში დგომას და თქვენი გზით სიარულს არ ნიშნავს! ნანუკა, თქვენს გვერდში ჩვენ არასდროს დავდგებით!!უფრო მეტიც, ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი გზებით ვიაროთ.ადამიანი , რომელმაც რამდენიმე თვის წინ ჩვენი ყველაზე დიდი სიყვარული გაიმეტა საჯიჯგნად… დღეს მადლობას გვიხდის, რომ თურმე ნატოსთან ერთად სიარულს, მასთან ერთად სიარული ვარჩიეთ. სასაცილოა თუ რომელიმე გზაზე ვივლით, ჩვენს ნატალიასთან ერთად და არასდროს მის გარეშე! ჩვენ ერთი მთლიანი და განუყოფელი ოჯახი ვართ! კიდევ ერთხელ, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს!" - წერს სოციალურ ქსელში ლუკა ჭოხონელიძე.