"ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო ... რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები, სად მიმყავდა ისინი?" - კვირის პალიტრა

"ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო ... რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები, სად მიმყავდა ისინი?"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ლუკა ჭოხონელიძის გამოხმაურებას პასუხობს.

"ლუკა, ჩემთვის მთავარია პატიმრების გვერდით ხართ და ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. არსად წერია, რომ ჩემი გზა აირჩიეთ.

ახლა ყველა პატიოსანი და სწორი ადამიანის გზა, პატიმრების არჩევაზე გადის. მიხარია, რომ სამთავრობო თვითმმართველობას გაემიჯნეთ და პატიმარი მათე დევიძე აირჩიეთ. სწორი გზა ესაა და ამ გზაზე სიარული გააგრძელეთ. მთავარია, ამ გზიდან არ გადაუხვიოთ.

ამდენი ხანია ვფიქრობ, რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები. სად მიმყავდა ისინი?

ჯერ ვიფიქრე, რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ, მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო. შესაბამისად, ეს ვერსია გამოვრიცხე. ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია.

ჯობია, აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები" - წერს ჟორჟოლიანი.