რას წერს გია ხუხაშვილი ბლეიზ მეტრეველზე, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის შეფად დაინიშნა
"ახლა უფრო გასაგები გახდა ხელისუფლის ისტერიკა ბრიტანეთთან დაკავშირებით…", - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის შეფად დაინიშნა ქართველი ემიგრანტის შთამომავალი, მკვეთრად ანტი-რუსი ბლეიზ მეტრეველი. ის პირველი ქალია, რომელიც ამ უწყებას უხელმძღვანელებს", - წერს ხუხაშვილი.
აერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურს, MI6-ს, 116-წლიან ისტორიაში პირველად ქალი, ბლეიზ მეტრეველი უხელმძღვანელებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბლეიზ მეტრეველი, რომელიც საიდუმლო დაზვერვის სამსახურს 1999 წელს შეუერთდა, ორგანიზაციის მე-18 ხელმძღვანელი გახდება და სერ რიჩარდ მურს შეცვლის, რომელიც ხუთწლიანი მოღვაწეობის შემდეგ შემოდგომაზე თანამდებობას დატოვებს.
47 წლის ბლეიზ მეტრეველი ამჟამად ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განყოფილების ხელმძღვანელია.
- ასევე დაგაინტერესებთ: ვინ არის 47 წლის ბლეიზ მეტრეველი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურს უხელმძღვანელებს
- "იყო პერიოდი, როცა გავლენით მეორე ადამიანი ვიყავი ქვეყანაში და..." - რაზე იჩხუბეს გია ხუხაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა?!
- მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!
„MI6 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრიტანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და გაერთიანებული სამეფოს ინტერესების საზღვარგარეთ წინ წამოწევაში. მოუთმენლად ველი ამ სამუშაოს გაგრძელებას MI6-ის მამაც ოფიცრებთან და აგენტებთან და ჩვენს მრავალ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად“, - აღნიშნა მეტრეველმა.
პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას ისტორიული უწოდა.