"იყო პე­რი­ო­დი, როცა გავ­ლე­ნით მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში და..." - რაზე იჩხუბეს გია ხუხაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა?! - კვირის პალიტრა

"იყო პე­რი­ო­დი, როცა გავ­ლე­ნით მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში და..." - რაზე იჩხუბეს გია ხუხაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა?!

Ambebi.ge-სა და „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის „სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვიუ“ ძი­რი­თა­დად მკი­თხვე­ლის კი­თხვებ­ზეა აგე­ბუ­ლი. ისი­ნი რეს­პონ­დენტს შე­კი­თხვას Ambebi.ge-ს კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში უს­ვა­მენ და მას­ზე პა­სუ­ხებს „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ტე­ლე­ე­თერ­ში იღე­ბენ.

- რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ფუ­ჭე­ბა და ვინ იყო და­შო­რე­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი თქვენ შო­რის?

- ეს ის­ტო­რია არა­ერ­თხელ მო­მი­ყო­ლია. ჩემი წა­მოს­ვლა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გაც­ნო­ბის დღი­დან. რო­დე­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს იმ სა­არ­ჩევ­ნო ბრძო­ლა­ში გავ­ყე­ვი, სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თე. რო­გორც კი არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­დე­ბო­და და ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვი­დო­დით, იმის გამო, რომ მე არ ვი­ყა­ვი პო­ლი­ტი­კო­სი, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ვერ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი. ამი­ტომ ამ ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სის­ტე­მი­დან წა­ვი­დო­დი. ეს იყო თა­ვი­დან­ვე და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი. ინი­ცი­ა­ტო­რი მე ვი­ყა­ვი, ეს ბევ­რს არ სჯე­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბის 90% ასე ფიქ­რობს, რომ თუ ვინ­მე ქე­რის ორ­მო­ში ჩა­ვარ­და, იქი­დან ამოძ­რო­მის სურ­ვი­ლი რა­ტომ უნდა გა­უჩ­ნდეს?! ბევ­რის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, უარი თქვას იმ სი­კე­თე­ებ­ზე. იყო პე­რი­ო­დი, როცა გავ­ლე­ნით მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი ვი­ყა­ვი ქვე­ყა­ნა­ში და რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ამა­ზე უარი მეთ­ქვა?!. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად, ის არ იყო ჩემი ცხოვ­რე­ბა და მე და­ვუბ­რუნ­დი ჩემი ცხოვ­რე­ბის წესს. ინი­ცი­ა­ტო­რი ვი­ყა­ვი მე.

ბი­ძი­ნა დიდ­ხანს ცდი­ლობ­და, სის­ტე­მა­ში შე­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნე მას შემ­დე­გაც, რაც უკვე წა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. ცდი­ლობ­და, რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე, ამა­ზეც უარი ვთქვი... ახლა ამას რომ ვამ­ბობ, ბევ­რს არ სჯე­რა. არა­და სრუ­ლი­ად გულ­წრფე­ლი ვარ იმა­ში, რა­საც ვამ­ბობ.

- ბა­ტო­ნო გია, რა გა­გი­კე­თათ ასე­თი ივა­ნიშ­ვილ­მა, მისი თქვენ სი­კე­თე რომ და­ი­ვი­წყეთ და მტრად მო­ე­კი­დეთ, თუ თა­ვი­დან­ვე შეგ­ზავ­ნი­ლი ხომ არ იყა­ვით ივა­ნიშ­ვი­ლებ­თან?

- მე რომ შეგ­ზავ­ნი­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იმ არ­ჩევ­ნებს ვერ მო­ი­გებ­და. ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად შე­მიძ­ლია გი­თხრათ. არ­ჩევ­ნე­ბი რომ მო­ი­გო, ამა­ში ჩემი სე­რი­ო­ზუ­ლი წვლი­ლიც არის. ეს დამ­სა­ხუ­რე­ბაა, თუ და­ნა­შა­უ­ლი, - ცალ­კე თე­მაა. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეს ასე იყო. უბ­რა­ლოდ კი­თხვის ამ ნა­წილ­ში ლო­გი­კა არ არის... რაც შე­ე­ხე­ბა სი­კე­თის და­ვი­წყე­ბას, შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არა­ფე­რი დამ­ვი­წყე­ბია, რა ჩემ­თვის ბი­ძი­ნას კარ­გი გა­უ­კე­თე­ბია. ამის­თვის, რა თქმა უნდა, მად­ლი­ე­რი ვარ. ადა­მი­ა­ნუ­რად ის არ მძულს და იმ პე­რი­ოდ­ში ჩემ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, დახ­მა­რე­ბას ბევრ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­ფა­სებ...

ჩემი წიგნს თუ წა­ი­კი­თხავთ, ამ კი­თხვა­ზე და კი­დევ ბევრ კი­თხვა­ზე დე­ტა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს ამო­ი­კი­თხავთ...

რაც შე­ე­ხე­ბა მტრად გა­და­კი­დე­ბას, - ეს ცოტა ისე­თი თე­მაა, - რო­დე­საც პო­ლი­ტი­კა­ში ხარ, შენს ცხოვ­რე­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ შე­იძ­ლე­ბა დი­ლე­მა გაჩ­ნდეს - პი­რა­დი ერ­თგუ­ლე­ბა, პი­რა­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თუ პრინ­ცი­პე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა. ასე რომ ვთქვათ, სამ­შობ­ლოს გან­ცდა. ასე­თი დი­ლე­მის დროს პო­ლი­ტი­კა­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნის­თვის თუ მას სამ­შობ­ლო ნამ­დვი­ლად უყ­ვარს, არ­ჩე­ვა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი უნდა იყოს...

არ იყო მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - ბი­ძი­ნა­სად­მი გარ­კვე­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი მქონ­და და მა­საც ჰქონ­და ჩემ­და­მი ადა­მი­ა­ნუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. რად­გან ასე იყო, ამი­ტომ ორი­ვეს­თვის მტკივ­ნე­უ­ლი იყო. მაგ­რამ რო­დე­საც დი­ლე­მა სხვა გზას არ გი­ტო­ვებს, - უღა­ლა­ტო პრინ­ცი­პებს, უღა­ლა­ტო სამ­შობ­ლოს, თუ უღა­ლა­ტო ერთ პი­როვ­ნე­ბას, მას­თან ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მონა არ გახ­დე, ვფიქ­რობ, ერ­თა­დერ­თი სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვიქ­ნე­ბო­დი ისე­თი­ვე პერ­სო­ნა, რო­გო­რე­ბიც ბი­ძი­ნას დღეს გარ­შე­მო ჰყავს.

განაგრძე კითხვა