რუსებმა კიევში დიდი ტრაგედია დაატრიალეს - დაბომბილია 27 ლოკაცია, დაღუპულია 14 ადამიანი - კვირის პალიტრა

რუსებმა კიევში დიდი ტრაგედია დაატრიალეს - დაბომბილია 27 ლოკაცია, დაღუპულია 14 ადამიანი

რუსების მიერ ღამით უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებული მასშტაბური შეტევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კიევში დაშავებულია 44 ადამიანი. რუსებმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში 27 ლოკაცია დაბომბეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დანგრეული შენობების გაწმენდის და სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება, დაღუპულებისა და დაშავებულების რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

"ინტერპრესნიუსი"