მძიმე ავარია ბათუმი ქობულეთის გზაზე - არის მსხვერპლი
ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
"ინტერპრესნიუსი"