ირკვევა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 13 წლის წინ გაუჩინარდა, ასადის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს - რა გაამჟღავნა სირიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა - კვირის პალიტრა

ირკვევა, რომ ამერიკელი ჟურნალისტი, რომელიც 13 წლის წინ გაუჩინარდა, ასადის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს - რა გაამჟღავნა სირიის ყოფილმა მაღალჩინოსანმა

გე­ნე­რალ-მა­ი­ო­რი ბა­სამ ჰა­სა­ნი, რო­მე­ლიც ბა­შარ ალ-ასა­დის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი სამ­ხედ­რო ლი­დე­რი იყო, ამ­ტკი­ცებს, რომ სი­რი­ის ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა, ამე­რი­კე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ოს­ტინ ტა­ი­სი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა.

ჟურ­ნა­ლის­ტი 2012 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ადრე ით­ვლე­ბო­და, რომ ტა­ი­სი ცო­ცხა­ლი იყო და ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და – ჯერ კი­დევ 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში, მა­შინ­დელ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხრა: "ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ შევ­ძლებთ მის დაბ­რუ­ნე­ბას“.ოს­ტინ ტა­ი­სი, ყო­ფი­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თი, ჯორჯთა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის სკო­ლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი გახ­ლდათ. ის სხვა­დას­ხვა გა­მო­ცე­მის თა­ვი­სუ­ფა­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტად მუ­შა­ობ­და და 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში და­მას­კოს გა­რე­უ­ბან­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ გა­ი­ტა­ცეს. იმ დროს ოს­ტი­ნი უკვე ემ­ზა­დე­ბო­და ქვეყ­ნის და­სა­ტო­ვებ­ლად.

რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გავ­რცელ­და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მა­მა­კა­ცი თვა­ლე­ბახ­ვე­უ­ლი, ნიღ­ბი­ა­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში იყო. ტა­ი­სი რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ გა­იქ­ცა, მაგ­რამ კვლავ და­ი­ჭი­რა სი­რი­ის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერ­თმა ქვე­და­ნა­ყოფ­მა.

არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ ვი­დეო დად­გმუ­ლი იყო, რათა შექ­მნი­ლი­ყო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ტა­ი­სი ის­ლა­მისტ მებ­რძო­ლე­ბის ხელ­ში იყო. ამას აცხა­დებს სი­რი­ის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის ყო­ფი­ლი გე­ნე­რალ-ლე­ი­ტე­ნან­ტი სა­ფუ­ან ბაჰ­ლუ­ლიც. ბაჰ­ლუ­ლი ახლა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. წლე­ბის წინ, მან პი­რა­დად და­კი­თხა ჟურ­ნა­ლის­ტი. მისი თქმით, ხელ­ბორ­კი­ლე­ბით ჰყავ­დათ, მაგ­რამ კარ­გად ექ­ცე­ოდ­ნენ. ამო­ცა­ნა იყო გა­ერ­კვი­ათ, იყო თუ არა ტა­ი­სი ნამ­დვი­ლად ჟურ­ნა­ლის­ტი – თუ ამე­რი­კე­ლი ჯა­შუ­ში.

2022 და 2023 წლებ­ში თეთ­რი სახ­ლის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ომან­ში ჩა­ვიდ­ნენ იმად მუს­ტა­ფას­თან, სი­რი­ის ყო­ფილ ელჩთან შე­სახ­ვედ­რად. ამე­რი­კე­ლებ­მა მუს­ტა­ფას გა­დას­ცეს დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებ­და, რომ სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ტა­ი­სი 2012 წელს და­ა­კა­ვა.

2016 წლი­დან აშშ-ის დაზ­ვერ­ვა მი­იჩ­ნევ­და, რომ ტა­ი­სი ცო­ცხა­ლი იყო. 2024 წლის დე­კემ­ბერ­ში მა­შინ­დელ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჯო ბა­ი­დენ­მა თეთრ სახ­ლში ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და: „ჩვენ გვჯე­რა, რომ ის ცო­ცხა­ლია. ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ შევ­ძლებთ მის დაბ­რუ­ნე­ბას, მაგ­რამ ამის პირ­და­პი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ჯერ არ გვაქვს“.

გააგრძელეთ კითხვა