"სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა" - რობერტ ფიცოს ახალი იდეა - კვირის პალიტრა

"სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა" - რობერტ ფიცოს ახალი იდეა

სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

რობერტ ფიცოს განცხადებით, „მსოფლიო იცვლება“.

„ამ მზარდი შეირაღების უაზრო პერიოდში, როდესაც იარაღის კომპანიები სარგებელს იღებენ, ისევე როგორც ფარმაცევტული კომპანიები კოვიდის დროს, ვიტყოდი, რომ სლოვაკეთისთვის ნეიტრალიტეტი სასარგებლო იქნებოდა“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

მისი თქმით, ნეიტრალიტეტის საკითხი „ოფიციალურ დონეზე უკვე დააყენა, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული“.

"ინტერპრესნიუსი"