"იმედი მაქვს, ის არაა იმ ქალის შვილი, რომელიც იყო პროსტიტუციით დაკავებული შემთხვევის ადგილთან ახლოს" - რას წერს მარნეულში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის ამბავზე სამირა ბაირამოვა?
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში, ჩვილი ბავშვის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ჩვილის ცხედარი დღეს სარწყავ არხში აღმოაჩინეს.
უწყების ცნობითვე, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტზე წერს, აქტივისტი სამირა ბაირამოვა:
"მარნეულში ჩვილის ცხედარი არხში იპოვეს. იმედი მაქვს, ის არა ის ქალის, შვილი რომელიც იყო პროსტიტუციით დაკავებული შემთხვევის ადგილთან ახლოს. რამდენჯერ ყოფილა ფეხმძიმე და არავინ იცოდა მერე დაბადებული ბავშვის ცხოვრება როგორ გრძელდებოდა, უფრო სწორად როგორ და სად ქრებოდა ახალდაბადებული ბავშვი. ერთი 10 თვის წინ შსს მივმართე, მარნეულის პოლიციიდან დამიკავშირდნენ მერე არ ვიცი გამოძიება დაიწყო თუ არა, თუ არაა ისევ დაწყებული და ძველი შემთხვევები არაა გამოძიებული მაგარი იდიოტობა და უსინდისობაა!"- წერს ბაირამოვა.