ამერიკის სამხედრო დახმარების გარეშე ისრაელი ირანს კიდევ დიდხანს ვერ „დააჩოქებს“ - ტრამპი ახლო აღმოსავლეთისკენ საჰაერო ტანკერებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის ... - კვირის პალიტრა

ამერიკის სამხედრო დახმარების გარეშე ისრაელი ირანს კიდევ დიდხანს ვერ „დააჩოქებს“ - ტრამპი ახლო აღმოსავლეთისკენ საჰაერო ტანკერებსა და საბრძოლო თვითმფრინავებს აგზავნის ...

ომი დინამიკურად სწრაფად ცვალებადი პროცესია, მითუმეტეს ჩვენს პერიოდში და ისრაელ-ირანის რამდენიმედღიან საჰაერო ომში დიდი ალბათობით ახალი „მძიმე მოთამაშე“, თვით აშშ-ები ჩაერთვება უახლოესს დღეებში თუ საათებშიც არა...

საქმე ის არის, რომ ისრაელს მარტოს, მხოლოდ საჰაერო შეტევების ხარჯზე არ ძალუძს არათუ ირანის მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების სრული განადგურება, არამედ ირანული მობილური სარაკეტო დანადგარებიდან ისრაელის ქალაქებისკენ ბალისტიკური და ახლა უკვე ფრთოსანი რაკეტების გაშვებების სრული აღკვეთა.

ისრაელის ავიაციამ და დივერსანტებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემას და ისრაელელი პილოტები თითქმის უპრობლემოდ დაფრინავენ ირანის ცაში. ირანელი მეზენიტეები მხოლოდ 23 მმ-იანი საზენიტო ავტომატური ქვემეხებიდან თუღა ესვრიან ისრაელის თვითმფრინავებს მგეზავ ჭურვებს, რაც ისრაელელ პილოტებს ნაკლებად აღელვებთ, რადგან 3 კმ-ზე მაღლა აჰყავთ თავიანთი თვითმფრინავები, სადამდეც ვერ უწევს ეს ჭურვები-ირანული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დიდი ნაწილი უკვე განადგურებულია, ხოლო გადარჩენილ და გადამალულ რუსული წარმოების C-300-ებისა თუ Тор-ების რადიოლოკატორების აქტიურ რეჟიმში ჩართვას ირანელები ძალიან უფრთხიან,რადგან ისრაელის რადიოელექტრონული დაზვერვა მათ ადგილსამყოფელს წამებში განსაზღვრავს და მათკენ ანტისარადარო მართვად რაკეტებს გაუშვებს.

2tankeri-1750188680.png

ირანს ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული ასეთი მობილური სარაკეტო დანადგარი ჰყავს გადამალული მთების ქვეშ გამოთხრილ გვირაბებში, რომლებსაც ისრაელის ავიაცია ბევრს ვერაფერს აკლებს...

და მიუხედავად ასეთი დიდი უპირატესობისა,ისრაელის ავიაციას მაინც არ ძალუძს ირანის უზარმაზარი ტერიტორიის სრული გაკონტროლება,რომ ოპერატიულად აღმოაჩინოს რომელიმე შენიღბული გვირაბიდან გამოგორებული ირანული მობილური სარაკეტო დანადგარი-მისი დაფიქსირება ბალისტიკური რაკეტის სტარტის შემდეგღა თუ ხდება,მაგრამ უკვე გვიანია...

ამიტომაც ისრაელი სასწრაფო დახმარებას ითხოვს ამერიკელებისგან,მათი დამრტყმელი თვითმფრინავების ესკადრილიების მიხმარების სახით,თუმცა ამაზე მეტად ისრაელის გენერალიტეტს ამერიკული საჰაერო ტანკერების მხარდაჭერის ხილვა სურს...

საქმე ის არის,რომ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებს F-15I -ებს, F-16I -ებსა და F-35I-ებს არანაკლებ 2 500-3 000 კმ-ის დაფარვა უჭევთ ორივე გზის ჩათვლით,რომ ისრაელის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ საჰაერო დარტყმა მიაყენონ ათას კმ-ზე მეტ მანძილზე დაშორებულ ირანის მნიშვნელოვან სამიზნეებს და უკან დაბრუნებაც შეძლონ.

3-tankeri-1750188768.png
მაგრამ, როდესაც ირანული სარაკეტო დანადგარები გვირაბებიდან გამოდიან ბალისტიკური რაკეტების ისრაელისკენ გასაშვებად, სწორედ ამ მომენტშია ყველაზე ადვილი მათი ჰაერიდან დაზიანება/განადგურება, თუმცა ამისთვის ჯერ მათი ოპერატიულად აღმოჩენაა საჭირო...

ფრენის მანძილის გაზრდა ძირითადად სამი გზით შეიძლება:

პირველი-თვითმფრინავის პილონებზე ჩამოსაკიდი საწვავის დამატებითი ავზებით,რომელთა მოცილებაც შეიძლება,როდესაც მათში საავიაციო ნავთი გაიხარჯება,თუმცა ეს ავზები პილონებზე იკავებენ ბომბებისა და რაკეტების ადგილს და შესაბამისად დამრტყმელ თვითმფრინავს ბევრად ნაკლები საბრძოლო დატვირთვა მიაქვს.

4tankeri-1750188869.jpg

ეს ინფოგრაფიკა დღეს არ შეგვიქმნია, ის „კვირის პალიტრის“ 2012 წლის 2 აპრილის ნომერში დავბეჭდეთ და მკითხველმა თავად შეაფასოს, 13 წლის წინანდელი ჩვენი პროგნოზი-ისრაელის მხრიდან ირანის ბირთვული ობიექტებზე საჰაერო იერიშების მიტანის ვარაუდები რამდენად გამართლდა...

მეორე-კონფორმული ავზები,რომლებიც არ იკიდება პილონებზე, ისინი მჭიდროდ ეკვრიან თვითმფრინავის ფიუზელაჟს და აქვთ აეროდინამიკური ფორმა.მათი ჩამოგდება არ ხდება.ისინი მართალია არ იკავებენ პილონებს, მაგრამ დამატებით წონას ქმნიან.

მესამე-ჰაერში საწვავით გაწყობა საჰაერო ტანკერისგან,ეს მეთოდი ყველაზე მომგებიანია,რადგან აღარ არის საჭიროება თვითმფრინავზე ჩამოსაკიდი ან კონფორმული ავზების განთავსებისა. ამასთან იძლევა ძალზე მომგებიან ტაქტიკური სვლას-აეროდრომიდან თვითმფრინავი ბომბებითა და რაკეტებით ბოლომდე „დახუნძლული“ ფრინდება,ოღონდ საწვავის მინიმალური მარაგით და უკვე ჰაერში ის „მფრინავი საწვავგასამართი სადგურიდან“ ივსებს ავზებს საავიაციო ნავთით.

გუშინ ჩრდილო ამერიკის კონტინენტიდან ევროპისკენ 26 ერთეული ამერიკული საჰაერო ტანკერი გამოფრინდა,რაც იმაზე მიუთითებს,რომ აშშ-ები უკვე 17 ივნისის მიწურულს ან ხვალ ჩაერთვებიან კიდევ უფრო დიდი მასშტაბის საჰაერო ოპერაციაში,როდესაც სირიის და ერაყის ცაში საწვავით გააწყობენ არა მარტო ისრაელის,არამედ ამერიკულ დამრტყმელ თვითმფრინავებსაც,რომლებიც თავის მხრივ საათობით „ჩამოეკიდებიან“ ირანის ცაში და გააძლიერებენ საჰაერო პატრულირებას იმისთვის,რომ ირანულ სარაკეტო დანადგარებს ისრაელის ქალაქებისკენ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვების საშუალება კიდევ უფრო რომ შეუზღუდონ...