ტრაგიკული ავტოავარია აჭარაში, რომელსაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ტრაგედია დატრიალდა წუხელ აჭარაში. ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, დედა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე პირი - კლინიკაში მიყვანის შემდეგ. ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ხუცუბანთან მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.