ერთი ნაბიჯი ტრიუმფამდე - გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

ერთი ნაბიჯი ტრიუმფამდე - გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100) ფინალში იჭიდავებს, მან ნახევარფინალში კორეელს მიონგ კიმს სძლია, მეოთხედფინალში გურამმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი ლოკაუტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, იქამდე ქართველმა დამატებით დროში იპონით გერმანელი კონე დაამარცხა.

გურამი ფინალში რუსი ინალ ტასოვს დაუპირისპირდება.

+78 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფიო სომხიშვილი მერვედფინალში დამარცხდა.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

SPORTALL.GE