კილიან მბაპე ჰოსპიტალიზებულია - რა დაემართა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელს?
მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავი, კილიან მბაპე ჰოსპიტალიზებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, საავადმყოფოში ფეხბურთელის გადაყვანის მიზეზი მწვავე გასტროენტერიტია."კილიან მბაპე მწვავე გასტროენტერიტის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის შემოწმებას გაივლის და მკურნალობის კურსი ჩაუტარდება.
ინფორმაციას მადრიდის "რეალიც" ოფიციალურად ადასტურებს", - წერს რომანო.