"რადგან ზვიად გამსახურდიას ნათლული ვიყავი, ყველა დამდევდა, სახლი დამიწვეს და შემდეგ ლონდონში წავედი" - 30-წლიანი ემიგრაცია და ცხოვრება როკმუსიკით: ცნობილი და უცნობი ფაქტები დადა დადიანზე - კვირის პალიტრა

"რადგან ზვიად გამსახურდიას ნათლული ვიყავი, ყველა დამდევდა, სახლი დამიწვეს და შემდეგ ლონდონში წავედი" - 30-წლიანი ემიგრაცია და ცხოვრება როკმუსიკით: ცნობილი და უცნობი ფაქტები დადა დადიანზე

59 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა ქარ­თვე­ლი როკ­მუ­სი­კო­სი, დადა და­დი­ა­ნი. დადა და­დი­ა­ნი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მუ­სი­კის ერთ-ერთი პი­ო­ნე­რი იყო. 80-იან წლე­ბის ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე ჯგუ­ფი და­ა­არ­სა. მუ­სი­კით მთლი­ა­ნად იყო მო­ცუ­ლი.

1993 წლის მი­წუ­რულს, ქვეყ­ნის­თვის უმ­ძი­მეს წლებ­ში, დადა და­დი­ან­მა სა­ქარ­თვე­ლო და­ტო­ვა და ინ­გლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და, სა­დაც აქ­ტი­ურ შე­მოქ­მე­დე­ბით ცხოვ­რე­ბას ეწე­ო­და.

2020 წელს ის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.

2024 წელს მსმე­ნელ­მა მუ­სი­კო­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო თან­ხის ასაგ­რო­ვე­ბე­ლი სა­ღა­მო გა­მარ­თა.

დადა და­დი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში მუ­სი­კას ქმნი­და ირაკ­ლი ჩარ­კვი­ან­თან, ქიშო გლუნ­ჩა­ძეს­თან, სერ­გი გვარ­ჯა­ლა­ძეს­თან, ბიბი კვა­ჭა­ძეს­თან ერ­თად. მის მრა­ვალ­ფე­რო­ვან მუ­სი­კა­ში სხვა­დას­ხვა ჟან­რის ელე­მენ­ტე­ბი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE დადა და­დი­ა­ნის მე­გო­ბარს, მუ­სი­კოსს ბიბი კვა­ჭა­ძეს ესა­უბ­რა:

- "უცხო ენებ­ში" რომ ჩა­ვა­ბა­რე, ინ­სტი­ტუ­ტის ან­სამ­ბლში ამიყ­ვა­ნეს. ჩვე­ნი ჯგუ­ფის რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე მე­გობ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით 14 წლის პა­ტა­რა ბიჭი მო­დი­ო­და, იჯდა, და გვის­მენ­და ხოლ­მე. ის ბიჭი დადა იყო. იმ პე­რი­ოდ­ში არც დაკ­ვრა, არც აკორ­დე­ბი, არც ნო­ტე­ბი და მუ­სი­კა­ში არა­ფე­რი იცო­და. მე და დათო ფარ­ნი­ძეს, ბა­სისტს გვი­ყუ­რებ­და. დათო და ასე­ვე ცნო­ბი­ლი გი­ტა­რის­ტი - ზაზა სა­ხამ­ბე­რი­ძე რა­ღა­ცებს ას­წავ­ლიდ­ნენ. ზა­ზას გაკ­ვე­თი­ლებს დადა ძა­ლი­ან დიდი მონ­დო­მე­ბით ით­ვი­სებ­და.

სა­ერ­თოდ თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან ლაღი ბიჭი იყო, სა­ო­ცა­რი იუ­მო­რის მქო­ნე, მას­თან ვერ მო­ი­წყენ­დი. ამას­თან, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი და უკე­თი­ლე­სი - ძი­რი­თა­დად ასე და­მა­მახ­სოვ­რდა. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნი­სას პე­რი­ო­დუ­ლად გვე­კი­თხე­ბო­და, - რამე ხომ არ გინ­დათ, რამე ხომ არ მო­გი­ტა­ნოთ. უნ­დო­და, დაგ­ვსაქ­მე­ბო­და. ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო, არა ამ­ბი­ცი­ურ, არა ამ­პარ­ტა­ვან, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნად დარ­ჩე­ბა ჩემს მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ფან­ტას­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ჰქონ­და.

პირ­ვე­ლად "ბოთ­ლე­ბი" რომ მო­ის­მი­ნა, გა­და­ი­რია. მერე დე­და­მისს სთხო­ვა, გი­ტა­რა მი­ყი­დეო. დედა ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა, ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი ქალ­ბა­ტო­ნი, ინ­გლი­სუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი გახ­ლდათ და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­და... მოკ­ლედ, მე და დადა ასე დავ­მე­გობ­რდით.

მერე მუ­სი­კა­ში თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბი გა­უჩ­ნდა, ან­სამ­ბლი შექ­მნეს „რვა­ფე­ხა“ - ოთხნი იყ­ვნენ (დადა, ნუგ­ზარ თუ­ხა­რე­ლი, ირაკ­ლი ხუ­ციშ­ვი­ლი, ზაზა ხუ­ციშ­ვი­ლი) - შე­სა­ბა­მი­სად 8 ფეხი და სა­ხელ­წო­დე­ბაც აქე­დან მო­დი­ო­და. ეს მისი პირ­ვე­ლი ბენ­დი აღ­მოჩ­ნდა. მერე და­ი­შალ­ნენ და და­დამ "ტაქ­სი" ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ნელ-ნელა გა­ი­გო პანკრო­კის გემო და პრო­ტეს­ტის, მძაფრ როკ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებს გა­ეც­ნო. ერ­თად ბევრ რა­ღა­ცას ვუს­მენ­დით. გი­ტა­რას კარ­გად და­ე­უფ­ლა, მაგ­რამ მე­ტად ბას­ზე გა­და­ერ­თო და ბა­სის­ტი გახ­და.

- და ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვის მიმ­დევ­რად...

- მას­თან იყო სა­ერ­თოდ ყვე­ლა­ფე­რი - ალ­ტერ­ნა­ტი­ვა, როკი, ან­დერგრა­უნ­დი და სა­ში­ნე­ლი პრო­ტეს­ტიც. ტექ­სტებ­ში ასე­თი სი­ტყვე­ბი ჰქონ­და - „გა­რეთ გა­მოხ­ვალ და გულ­ში და­ნას გა­გიყ­რი­ან“. „აღარ მინ­და“, „მიშ­ლი ნერ­ვებს“ - ცოტა უხე­ში ფრა­ზე­ბი, მაგ­რამ ემო­ცი­ას გულ­წრფე­ლად გა­მო­ხა­ტავ­და. გა­ნათ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი - ინ­გლი­სუ­რი ენის გან­ხრით სწავ­ლობ­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მუ­სი­კა­ზე ააგო ყვე­ლა­ფე­რი.

გააგრძელეთ კითხვა