საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა - კვირის პალიტრა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში გავიდა.

მერვედფინალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩინეთი 4:1 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი იტალიას 4:0 სძლიეს და ნახევარფინალში იაპონია 4:2 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრები ფინალში სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალური ასპარეზობა ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედლით დაასრულეს: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ვერცხლის მედალს.

SPORTALL.GE