"ერთი იმას მივ­ხვდი, რომ, რა ასაკ­შიც უნდა გა­ა­ჩი­ნო შვი­ლი და რაც უნდა ცოდ­ნა დაკ­ვირ­ვე­ბა გქონ­დეს, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ შენ თვი­თონ არ გახ­დე­ბი დედა, ვერ მიხ­ვდე­ბი რე­ა­ლუ­რად რას­თან გაქვს საქ­მე" - კვირის პალიტრა

"ერთი იმას მივ­ხვდი, რომ, რა ასაკ­შიც უნდა გა­ა­ჩი­ნო შვი­ლი და რაც უნდა ცოდ­ნა დაკ­ვირ­ვე­ბა გქონ­დეს, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ შენ თვი­თონ არ გახ­დე­ბი დედა, ვერ მიხ­ვდე­ბი რე­ა­ლუ­რად რას­თან გაქვს საქ­მე"

მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე, დე­დო­ბის ერთი წლის გა­მოც­დი­ლე­ბას აჯა­მებს. ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" გუ­ლახ­დილ ინ­ტერ­ვი­უ­ში ნინო სა­უბ­რობს იმ მო­უ­ლოდ­ნელ სი­ხა­რულ­ზე, გა­მოწ­ვე­ვებ­სა და ცვლი­ლე­ბებ­ზე, რაც მას შემ­დეგ და­ე­წყო, რაც დედა გახ­და. ინ­ტერ­ვი­უ­ში იგი ხაზს უს­ვამს, რომ დე­დო­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­გვარ წი­ნას­წარ წარ­მოდ­გე­ნას ცვლის და მხო­ლოდ პრაქ­ტი­კით ის­წავ­ლე­ბა

- უკვე ფე­ხის ად­გმამ­დე მო­ვე­დით. რო­გორც კი ერთი წლის გახ­და, და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ი­ა­რა. ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი ყო­ფი­ლა, რო­დე­საც შენი ბიჭი და­მო­უ­კი­დებ­ლად დგამს ნა­ბი­ჯებს, მაგ­რამ რომ მე­გო­ნა, გა­ივ­ლის და აღარ დას­ჭირ­დე­ბა თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა-მეთ­ქი, პი­რი­ქით აღ­მოჩ­ნდა. ყველ­გან დაძ­ვრე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ზე ადის.

ერთი იმას მივ­ხვდი, რომ, რა ასაკ­შიც უნდა გა­ა­ჩი­ნო შვი­ლი და რაც უნდა ცოდ­ნა დაკ­ვირ­ვე­ბა გქონ­დეს, სა­ნამ უშუ­ა­ლოდ შენ თვი­თონ არ გახ­დე­ბი დედა, ვერ მიხ­ვდე­ბი რე­ა­ლუ­რად რას­თან გაქვს საქ­მე. ეს ისე­თი რა­მეა, რა­საც პრაქ­ტი­კის გარ­და ვე­რა­ფე­რი გას­წავ­ლის. დე­დო­ბას აქვს, რა თქმა უნდა, თა­ვი­სი სირ­თუ­ლე­ე­ბი, მაგ­რამ აქვს ისე­თი დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­და­წო­ნის. აქამ­დე რო­გორ ვი­ცხოვ­რე, არ ვიცი. ყო­ველ­თვის მიყ­ვარ­და ბავ­შვე­ბი, ყო­ველ­თვის მსი­ა­მოვ­ნებ­და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი შვი­ლი მა­ინც სულ სხვა ყო­ფი­ლა.

- რას ატყობთ, რო­გორ შე­იც­ვა­ლეთ მას შემ­დეგ, რაც დედა ხართ?

- პირ­ველ რიგ­ში, სი­გა­ნე­ში შე­ვიც­ვა­ლე, მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ვერა და ვერ და­ვი­კე­ლი. ახლა გა­დავ­წყვი­ტე, ისევ მივ­მარ­თე ჩემს ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს და და­ვი­წყეთ წო­ნას­თან და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა. ორ­სუ­ლო­ბის შემ­დეგ ქა­ლე­ბი ან სუქ­დე­ბი­ან, ან ხდე­ბი­ან, მე კი ისე­თი არ აღ­მოვ­ჩნდი, გავმხდა­რი­ყა­ვი. პი­რი­ქით, მი­ხა­რია ვჭამ, გან­ვიც­დი ვჭამ. ამი­ტო­მაც არ მიკ­ვირს, რომ დე­დო­ბის პირ­ველ­მა წელ­მა გა­მა­სუ­ქა.

კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი, მე ვი­ყა­ვი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თვლი­და, რომ დი­ლით 11 სა­ა­თამ­დე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი გა­აღ­ვი­ძებ­და. ახლა უკვე დი­ლის 8 სა­ათ­ზე ისე წა­მოვ­ხტე­ბი ლო­გი­ნი­დან, გე­გო­ნე­ბა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ რე­ჟიმ­ზე ვარ. სა­ნამ მშო­ბე­ლი არ გახ­დე­ბი, მა­ნამ­დე ვე­რა­სო­დეს იფიქ­რებ, რისი გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევს და რა სიძ­ლი­ე­რეს გა­მო­ი­ჩენ. სა­კუ­თარ შვილ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იმ­ხე­ლა ემო­ცი­აა, ყვე­ლაფ­რად ღირს.

- პოსტ მშო­ბი­ა­რო­ბის დეპ­რე­სი­აც ხომ არ გა­მო­ი­ა­რეთ?

- ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად დეპ­რე­სი­ას ვერ და­ვარ­ქმევ­დი, არც ექი­მის­თვის მი­მი­მარ­თავს, მაგ­რამ სტრე­სუ­ლი მო­მენ­ტე­ბი მძაფ­რად იყო. მე გა­მი­მარ­თლა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ დე­დამ და დე­ი­დამ ძა­ლი­ან შე­მი­წყვეს ხელი, მათ გა­რე­შე ნამ­დვი­ლად ვერ გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი. სამ­სა­ხურ­ში რომ გა­ვე­დი, მით უმე­ტეს, მშვი­დად ვი­ყა­ვი, რომ ბავ­შვს დე­და­ჩემს ვუ­ტო­ვებ­დი.

თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა. ჩემი ოჯა­ხი­დან ხელ­შე­წყო­ბა რომ არ მქო­ნო­და, ალ­ბათ გავ­რე­კავ­დი. სულ ჩემ­ზე იყო ბავ­შვი მო­წე­ბე­ბუ­ლი, სულ ტი­რო­და, ერთი სა­ა­თი ვა­ძი­ნებ­დი და 15 წუთ­ში იღ­ვი­ძებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს პე­რი­ო­დი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე გაგ­რძელ­და.

- გა­გი­ჭირ­დათ პირ­ვე­ლად თე­ატ­რში გას­ვლა?

- სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, რად­გან ჯერ ხში­რად ვაც­ნო­ბი­ე­რებ, თუ რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა შვი­ლის გაზ­რდა. ის არ არის არც სა­თა­მა­შო და არც შენი კი­დევ ლაქ­ტა­ცი­ა­ზე იყო. რო­გორც კი გა­ვე­დი თე­ატ­რში, აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან მოკ­ლე დრო­ში. უნდა დაგ­ვედ­გა ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი, ამი­ტომ დი­ლი­დან და­ღა­მე­ბამ­დე იქ მი­წევ­და ყოფ­ნა. ბავ­შვთან მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბის გამო ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. მეც მი­ჭირ­და და ბავ­შვსაც, ამი­ტო­მაც იყო, ღამე რომ ვბრუნ­დე­ბო­დი და მი­ვუწ­ვე­ბო­დი ლო­გინ­ში, იმის ნაც­ვლად, რომ და­ე­ძი­ნა, ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნ­დო­და და ძა­ლით იფხიზ­ლებ­და თავს. მთე­ლი დღე ვმუ­შა­ობ­დი, ღამე არ მე­ძი­ნა, ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სტრე­სუ­ლი იყო.

- რო­გო­რი ხა­სი­ა­თის არის რონი?

- ძა­ლი­ან მოძ­რა­ვი და ენერ­გი­უ­ლია, სულ ბურთს დას­დევს. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ურტყამს ბურთს ფეხს.

- თე­ატ­რის სცე­ნა­ზეც ხომ არ დად­გა ფეხი უკვე?

- სცე­ნა­ზე მხო­ლოდ ერთხელ, ფო­ტო­სე­სია მო­ვუ­წყვე ერთი წლის იუ­ბი­ლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სცე­ნის მტვე­რი უკვე ჩაყ­ლა­პუ­ლი აქვს.

- რაში გგავთ ყვე­ლა­ზე მე­ტად?

- პირ­ველ რიგ­ში, და­ძი­ნე­ბის პრობ­ლე­მა­ში. აღ­მოჩ­ნდა, რომ ბავ­შვო­ბა­ში დე­და­ჩემს მეც ძა­ლი­ან ვტან­ჯავ­დი და­ძი­ნე­ბის დროს. უბ­რა­ლოდ, რონი ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით არა მარ­ტო არ იძი­ნებს, არც ის­ვე­ნებს, სულ მოძ­რა­ო­ბა­შია. გა­რეგ­ნუ­ლად, ვერ ვი­ტყვი, დე­დის ან მა­მის ას­ლია-მეთ­ქი. თა­ვი­დან, რომ და­ი­ბა­და, მა­მას უფრო ჰგავ­და სა­ხით. რაც წა­მო­ი­ზარ­და, მე მემ­სგავ­სე­ბა. ჩემი ბავ­შვო­ბის ფო­ტო­ებ­ში ძა­ლი­ან მგავს. ხან­და­ხან დე­და­ჩემ­საც მა­გო­ნებს ხოლ­მე. მოკ­ლედ, თა­ვი­სი თა­ვის ტი­პია და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ჯი­უ­ტია, მაგ­რამ ჯი­უ­ტე­ბი ყვე­ლა­ნი ვართ მის გარ­შე­მო.

- აღ­ზრდის რო­გო­რი მე­თო­დე­ბი გაქვს?

- გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს რომ ბიჭი მყავს და ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა ვე­ცა­დო, რომ დე­დი­კოს ბიჭი არ იყოს. დე­და­ჩემს ხში­რად ვე­ჩხუ­ბე­ბი ხოლ­მე, ნუ ზრუ­ნავს გა­და­მე­ტე­ბუ­ლად. ის ტი­პუ­რი ბე­ბი­აა, ვი­თომ ბავ­შვს სულ სცი­ვა და სულ შია. რო­გორც კი დედა გავ­ხდი,

რა წარ­მოდ­გე­ნე­ბი მქონ­და იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გო­რი დედა შე­იძ­ლე­ბო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ამოყი­რავ­და. მივ­ხვდი, რომ ვე­რა­ფერს და­გეგ­მავ, მო­მა­ვალ­ში რო­გორ მო­იქ­ცე­ვი. ყვე­ლა ბავ­შვი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი. ერ­თა­დერ­თი ვიცი, მე ყო­ველ­თვის ხელს შე­ვუ­წყობ, რომ მისი ინ­ტე­რე­სე­ბი და ემო­ცი­ე­ბი იყოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი. ბევ­რი ქალი თვლის, რომ არ არის სა­ჭი­რო ბევ­რი შრო­მა და წვა­ლე­ბა. საკ­მა­რი­სია, მდი­დარ კაც­ზე გა­თხოვ­დე და ცხოვ­რე­ბა აი­წყო. მე კი ეს აზრი თავ­ში არა­სო­დეს გა­მივ­ლია. მინ­და, რომ ჩემი შვი­ლიც ასე­თი მენ­ტა­ლო­ბით გა­ი­ზარ­დოს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი ჰქონ­დეს.