"არ მინდა, ვიცოდე, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის" - თიკა მახალდიანი დედაზე, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"არ მინდა, ვიცოდე, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის" - თიკა მახალდიანი დედაზე, რომელიც ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა

თბი­ლის­ში, კო­ვიდ­პან­დე­მი­ის დროს, როცა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებ­და და თბი­ლი­სე­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა სახ­ლი­დან არ გა­დი­ო­და, 2020 წლის 19 აპ­რილს, აღ­დგო­მა დღეს, სა­ღა­მოს, 9 სა­ათ­ზე, ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან კორ­პუს­ში, მე-7 სარ­თულ­ზე, ბი­ნის ერთ-ერთ ოთახ­ში მყო­ფი თა­მარ ან­თე­ლა­ვა, სახ­ლში ფან­ჯრი­დან შე­ვარ­დნილ­მა ტყვი­ამ შე­ი­წი­რა. ტყვია კე­ფა­ში მოხ­ვდა. უც­ნა­ურ ხმა­ურ­ზე ოთახ­ში შე­სულ ოჯა­ხის წევ­რებს ქალი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ.

სა­ბე­დის­წე­რო გას­რო­ლის ამ­ბავ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. 52 წლის გარ­დაც­ვლი­ლი ქალ­ბა­ტო­ნი - თა­მარ ან­თე­ლა­ვა მომ­ღე­რალ თიკა მა­ხალ­დი­ა­ნის დედა გახ­ლდათ. თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი ჩვე­ნი სტუ­მა­რია და მათი ოჯა­ხის მიერ გან­ვლილ იმ მძი­მე ამ­ბავს 5 წლის შემ­დეგ გვიყ­ვე­ბა.

თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი:

- 2020 წლის 19 აპ­რი­ლი იყო, აღ­დგო­მა და პან­დე­მი­ის გამო ჩა­კე­ტი­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მე, ჩემი ქმა­რი და შვი­ლი ცალ­კე ვცხოვ­რობთ და ჩვენ­თან სახ­ლში ვი­ყა­ვით. დედა, მამა, ჩემი ძმა და ბე­ბია ერ­თად იყ­ვნენ იმ სახ­ლში ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­დაც გა­ვი­ზარ­დე. დედა მა­ნამ­დე 2 თვე არ მყავ­და ნა­ნა­ხი, პან­დე­მი­ა­ში მათ­თან კონ­ტაქტს ვე­რი­დე­ბო­დი. ხომ გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, არა­ვინ ნა­ხოთ, სახ­ლში იყა­ვი­თო და ამას ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით. დე­და­ჩემს ჩემს შვილ­ზე სული ელე­ო­და, გიჟ­დე­ბო­და, ამი­ტომ რომ ვერ მივ­დი­ო­დით მათ­თან, ერ­თმა­ნეთს ხში­რად ვუ­რე­კავ­დით, - სულ ვი­დე­ო­ზა­რე­ბი გვქონ­და. იმ ლოკ­და­უ­ნის დროს ძი­რი­თა­დად ასე ვურ­თი­ერ­თობ­დით. ჩემი შვი­ლიც სულ თა­მუ­ნა, თა­მუ­ნას გა­ი­ძა­ხო­და და თვი­თო­ნაც ურე­კავ­და ხოლ­მე... ბავ­შვი რომ ვერ ვა­ნა­ხე და ახლა ცალ­კე ამას ვერ ვი­ნე­ლებ... დედა 19-ში, აღ­დგო­მას დი­ლი­დან რა­ღა­ცებს ამ­ზა­დებ­და, ჩვენ­თვის რომ გა­მო­ეგ­ზავ­ნა და კუ­რი­ე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა კი­დეც...

- მისი ასე­თი უე­ცა­რი გარ­დაც­ვა­ლე­ბა რო­გორ გა­ი­გეთ?

- 19-ში სა­ღა­მოს ბავ­შვს და­სა­ძი­ნებ­ლად ვამ­ზა­დებ­დი და სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძემ და­მი­რე­კა - რას შვრე­ბიო. ცოტა გა­მიკ­ვირ­და, რად­გან მა­ნამ­დე ვე­ლა­პა­რა­კე, ერ­თმა­ნეთს აღ­დგო­მა მი­ვუ­ლო­ცეთ. ხმა ოდ­ნავ შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ჰქონ­და. ზუს­ტად არა, მაგ­რამ რა­ღაც იცო­და, მე სა­ერ­თოდ არა­ფე­რი. რო­დე­საც მიხ­ვდა, რომ არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მი­თხრა, - ჩემს მე­უღ­ლეს შენს მე­უღ­ლეს­თან საქ­მე აქვს, და­უ­ძა­ხე და ტე­ლე­ფო­ნი გა­და­ე­ციო. მეც ტე­ლე­ფო­ნი გა­და­ვე­ცი. ის იქით ოთახ­ში გა­ვი­და და რა­ღა­ცას ლა­პა­რა­კობ­და. რომ შე­მობ­რუნ­და, თქვა, - შენს სახ­ლთან, ეზო­ში, რა­ღაც სრო­ლა ყო­ფი­ლა, ვი­ღა­ცებ­მა იჩხუ­ბეს, თა­მუ­ნა ფან­ჯრი­დან იხე­დე­ბო­და, ტყვია მოხ­ვდა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში­აო. მა­თაც ასეთ დო­ნე­ზე ჰქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია. ამის გა­გე­ბის მერე არა­ფე­რი მახ­სოვს. გავ­გიჟ­დი ეზო­ში სრო­ლა იყო, მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე ტყვია რო­გორ ავარ­და-მეთ­ქი?!.

მერე ვი­ღა­ცე­ბი რე­კავ­დნენ, იყო ამ­ბა­ვი, რო­გორც ჩანს, ჩემ­მა მე­უღ­ლემ ყვე­ლა­ფე­რი გა­ი­გო და მი­თხრა, ჩა­იც­ვი, მივ­დი­ვართ, თან კორ­სიზს მაძ­ლევ­და, - და­ლი­ეო. აგო­ნი­ა­ში ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მთხოვ­და, ბავ­შვი კარ­გად და­ი­ჭი­რე ხელ­ში, მივ­დი­ვარ­თო. ჩემს სახ­ლთან რომ მი­ვე­დით, და­უ­რე­კეს, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის­თა­ნა­ვე გარ­და­იც­ვა­ლაო, მაგ­რამ სა­ნამ ეზომ­დე არ მი­ვე­დით, მე ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი არ ვი­ცო­დი. იქ კი უკვე ჩე­მით მივ­ხვდი, რა უბე­დუ­რე­ბაც მოხ­და... ეზო ხალ­ხით იყო სავ­სე, პო­ლი­ცია და სხვა­დას­ხვა სამ­სა­ხუ­რე­ბი ტრი­ა­ლებ­და. ფილ­მებ­ში რომ გი­ნა­ხავს, ისე­თი ამ­ბა­ვი იყო. სი­ტყვე­ბით ვერ ავ­ხსნი, რას გან­ვიც­დი­დი, რა მჭირ­და, - აზ­როვ­ნე­ბა მი­ჭირ­და, მქონ­და შოკი, ტკი­ვი­ლი, გა­ურ­კვევ­ლო­ბა, ელდა - ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში ირე­ო­და. მერე ჩემ­მა და­ქალ­მა სახ­ლში წა­მიყ­ვა­ნა და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი მას­თან ვი­ყა­ვი. ჩე­მით ვერ ვმოძ­რა­ობ­დი, ხალ­ხს დავ­ყავ­დი, ვერ ვაზ­როვ­ნებ­დი. შემ­დეგ ისიც გა­ირ­კვა, რომ ტყვია არც ისე ახ­ლო­დან, კორ­პუ­სი­დან იყო ნას­რო­ლი - ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩი­დან ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე და სახ­ლში შე­მო­ვარ­და... წაიკითხეთ ვრცლად