როგორ სახლში ცხოვრობს პატარა კეკე მშობლებთან ერთად? - რას ჰყვება გიორგი კეკელიძე სახლზე, შვილზე და მეუღლესთან ცხოვრებაზე? (ვიდეო) - კვირის პალიტრა

როგორ სახლში ცხოვრობს პატარა კეკე მშობლებთან ერთად? - რას ჰყვება გიორგი კეკელიძე სახლზე, შვილზე და მეუღლესთან ცხოვრებაზე? (ვიდეო)

ტელეწამყვანი გოგოლა კალანდაძე მწერალ გიორგი კეკელიძეს ესტუმრა სახლში.

"დილის live-ში" გიორგი კეკელიძემ სახლის შეძენის ისტორიაზე, შვილზე, მეუღლესთან ცხოვრებაზე და წერის პროცესზე ისაუბრა:

keke-1750509746.jpg

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი ნაქირავებში თბილისში და მერე გადავწყვიტე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად, რომელიც ახლა იმ ფორმით ჩემს ცხოვრებაში აღარ არის და მისი წვლილი ამ სახლის შეძენაში არის ძალიან დიდი, ვგულისხმობ იდეას და კონცეფციას, ჩემს წაქეზებას, რომ გადამეწყვიტა არანაქირავებ ბინაში ცხოვრება, მასთან ერთად თავის დროზე გავაკეთე ეს სახლი და მერე ცოტა უფრო მოგვიანებით გადმოვედი, ცხადია, ქართული მოცემულობის გათვალისწინებით, სესხის დიდძალი ვალდებულებით. მე მინდა იმ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ ეს სახლი არის მისი დამსახურება, ამ აზრით, რა აზრითაც ჩვენ მას ვხედავთ.

მე ოზურგეთში გავიზარდე, დაახლოებით ასეთივე გარემოში, როგორიც აქ არის, ვგულისხმობ ეზოს, ცხოველებს.

giorgikekelidze-1750509799.jpg

მე მირჩევნია, რომ ბოლოს ისეთი ცხოვრების მოდელი მქონდეს, რომ თბილისში ჩასვლა ნაკლებად მომიხდეს და აქედან ვახერხებდე დისტანციურად მუშაობას, უფრო მეტი დრო გავატარო სიმშვიდის ძებნაში, რომელიც ჩემთვის ჯერ მიუღწეველი ამბავია. ეს სახლი მცდელობის ნაწილია. მე სულ ვეძებდი ისეთ გარემოს, რომელიც დაკავშირებულია ჩემს ბავშვობასთან და ეს პატარა სახლი, რაღაცით, ძალიან შორიდან, ჰგავს სურების სახლს, მამაჩემის სახლს. ეს ასოციაციები ჩემთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი გამოდგა.

- მარიამ სოსელია, გიორგი კეკელიძის მეუღლე:

- ბავშვის დაძინებაში გიორგი ლიდერობს.

- გიორგი კეკელიძე:

- მე ვაძინებ ძველი მეთოდით, როგორც მე მაძინებდნენ.

- მარიამი :

- სახლში რეალურად გადანაწილებული გვაქვს ყველაფერი, ჩემთვის ძალიან კომფორტულია, მე თუ რამე საქმე მაქვს და არ ვარ სახლში, რომ მოვდივარ ყველაფერი მოწესრიგებული მხვდება, ეს ყველაფერი განსაკუთრებით მას შემდეგ გამოჩნდა, რაც დაიბადა კეკე. თვენახევრის ბავშვს ყურადღება სჭირდება 24/7, დამხმარე არ გვყავს. ამ სახლში ყველაფერი გაკეთებული იყო, ისეთი რაღაცები შევმატე, რაც მე მინდოდა. ჩემთვის არ ყოფილა გიორგის ცოლობა რთული იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი წელია ვიცნობთ ერთმანეთს. 10 წლის წინ გავიცანით ერთმანეთი და მას შემდეგ ვმეგობრობთ და თავიდანვე იყო ყველაფერი ჩემთვის ნაცნობი, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თანაცხოვრება გაგვიჭირდა. გიორგი ძალიან თბილი ადამიანია, ვცდილობთ, რომ ერთმანეთს ხელი შევუწყოთ.

- გიორგი:

- ჩვენ შევხდით ერთმანეთს ათი წლის წინ ერთ-ერთ შოუში, მარიამი იყო პროდიუსერი, მე ვიყავი სტუმარი და მას მერე ვმეგობრობდით. წელიწად ნახევრის წინ, მას მერე, რაც ეროვნული ბიბლიოთეკიდან წამოვედი, რაღაცნაირად სპონტანურად და სწრაფად განვითარდა ეს ამბავი.... ძალიან ბევრი რამ შეიცვალა კეკეს დაბადების შემდეგ ჩემს ცხოვრებაში იმიტომ, რომ მივხვდი მთავარი მე აღარ ვარ, ეს შეგრძნება ჩემთვის ძალიან უცხო იყო იმიტომ, რომ მე ცოტა ეგოისტური მიდრეკილებების ადამიანი ვარ და ნარცისიზმისკენ გადახრილი, ახლა ვხედავ, რომ ამ ყველაფერს ეს ადამიანი აუქმებს.