უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა.
სამხედრო სოციალური პლატფორმის, “ალფა სიხშირის“ ინფორმაციით, ვანო ნადირაძის გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის პრობლემები იყო.
“მძიმე დღე გვაქვს - უკრაინაში დაიღუპა (არასაბრძოლო ვითარებაში, ჯანმრთელობის პრობლემების გამო) ცნობილი ქართველი მებრძოლი და პატრიოტი, ვანო ნადირაძე… დიდება გმირებს,“ - აღნიშნულია პლატფორმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის.
ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. ომის დაწყებიდან (2022 წლის 24 თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 81-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. წყარო