ირლანდიაში, მონაზვნების მიერ მართულ სახლში 800-მდე გარდაცვლილ ჩვილს ეძებენ - ტრაგედია, რომელსაც ფარდა წლების შემდეგ აეხადა - კვირის პალიტრა

ირლანდიაში, მონაზვნების მიერ მართულ სახლში 800-მდე გარდაცვლილ ჩვილს ეძებენ - ტრაგედია, რომელსაც ფარდა წლების შემდეგ აეხადა

ირ­ლან­დი­ა­ში მდე­ბა­რე ძველ მარ­ტო­ხე­ლა დე­დე­ბის სახ­ლში, რო­მელ­საც წლე­ბის წინ მო­ნაზვნე­ბი მარ­თავ­დნენ, გა­თხრე­ბი და­ი­წყო. ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­რა­უ­დობს, რომ ორ­მო­ში შე­საძ­ლოა თით­ქმის 800 გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლი­სა და ბავ­შვის ნეშ­ტი იყოს და­მარ­ხუ­ლი.

3-45744-1750613756.jpg

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ ჩვი­ლე­ბის ნეშ­ტი „ორ­მოს“ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ჭაში ჩა­ყა­რეს, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი ბავ­შვთა სახ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მდე­ბა­რე­ობს. ამის შე­სა­ხებ Sky News-ს ად­გი­ლობ­რივ­მა ის­ტო­რი­კოს­მა კეტ­რინ კორ­ლეს­მა გა­ნუ­ცხა­და.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, 1925 წლი­დან 1961 წლამ­დე, სა­ნამ სახ­ლი და­ი­ხუ­რე­ბო­და, იქ 798 ბავ­შვი გარ­და­იც­ვა­ლა. ცნო­ბი­ლია, რომ მხო­ლოდ ორი გარ­დაც­ვლი­ლი დაკ­რძა­ლეს ახ­ლომ­დე­ბა­რე სა­საფ­ლა­ო­ზე. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა აქამ­დე არ იყო ცნო­ბი­ლი. გააგრძელეთ კითხვა