"ის იყო საქართველოსთვის უაღრესად თავადებული კაცი, დამახინჯებულად ნათქვამ ქართულ სიტყვასაც­ ვერ იტანდა" - ინგლისის დაზვერვის შეფის ბლეიზ მეტრეველის ქა - კვირის პალიტრა

"ის იყო საქართველოსთვის უაღრესად თავადებული კაცი, დამახინჯებულად ნათქვამ ქართულ სიტყვასაც­ ვერ იტანდა" - ინგლისის დაზვერვის შეფის ბლეიზ მეტრეველის ქართული ფესვები

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის (MI6 სახელით ცნობილი სამსახური) ახალი უფროსის ქართულ წარმომავლობაში გამოსაგონებელი არც არაფერია. ბლეიზ მეტრეველი ნამდვილად ქართული წარმოშობისაა და თავისი ქართული გვარის ინგლისურად გადაკეთება აზრადაც არ მოსვლია. სავარაუდოდ, ბლეიზ მეტრეველი ინგლისში საქართველოს ლობი ვერასოდეს იქნება. ისევე­ როგორც საქართველოს ლობი ვერ იყო ვერც რუსეთის იმპერიის ამშენებელი ბაგრატიონი თუ სტალინი; ან ამერიკის სამხედრო ძალების მეტრი ჯონ შალიკაშვილი, - დიდი ქვეყნები ყოველთვის მხოლოდ საკუთარ პოლიტიკას ლობირებენ. ბლეიზ მეტრეველის სამშობლო ასევე დიდი ქვეყანაა, რომლის სამსახური ბლეიზს საპატიო მოვალეობად მიაჩნია, რაც განაცხადა კიდეც თანამდებობაზე დანიშვნისას.

ბლეიზ მეტრეველმა დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი ანთროპოლოგიის განხრით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შევიდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურში, გახდა კონტრდაზვერვის სამსახურის დირექტორი და ახლა უკვე დიდი ბრიტანეთის საგაი-სპორტსმენი ნაოსნობაში. თუმცა, ჩვენ ცხადია, ამ იერარქიულ საფეხურებზე მეტად, ბლეიზ მეტრეველის წარმომავლობა გვაინტერესებს, რის შესახებაც ცნობები, არა მხოლოდ ქართველებმა მოიპოვეს, არამედ მსოფლიო მედიაშიც გამოჩნდა. თავად ბლეიზ მეტრეველის თქმით, მისი გვარი ინგლისში გერმანიიდან ჩამოვიდა. მამამისი, ექიმი კონსტანტინე მეტრეველი კი ერთადერთია ოჯახიდან, ვინც ბლეიზის ბიოგრაფიაშია ნახსენები. ახლახან გაჩნდა ცნობები თავად კონსტანტინე მეტრეველის ბებიის, გიზელა მეტრეველის შესახებ. გიზელა ქართველ ემიგრანტ არჩილ მეტრეველზე 2020 წელს დაქორწინდა და 110 წელი იცოცხლა; როგორც გიზელას ოფიციალურ ბიოგრაფიაში წერია და თავადაც ამბობდა, საქართველოში ის რძლად არ მიიღეს. თუმცა ბედი თავად გადაწყვიტა, როდესაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არჩილ მეტრეველი სამუდამოდ დარჩა გერმანიაში, ბერლინში. აქ წყვილს ორი შვილი შეეძინა. მათ შორის ელენე 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის თავისუფლად საუბრობდა გერმანულ, ფრანგულ და იტალიურ ენაზე. როგორც ამერიკული საიტი Weconstek წერს, თავად ბლეიზიც ასევე თავისუფლად საუბრობს რამდენიმე ენაზე. იცის ქართული ძირეული გამოთქმები, რაც, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელია. თუმცა, თუ თვალს მივადევნებთ ბლეიზის მამის, კონსტანტინე მეტრეველის ბიოგრაფიას, მაშინ იქნებ ეს ამბავიც დავიჯეროთ.

ვინ არის გიზელა მეტრეველის მამა? კონსტანტინე მეტრეველი მსოფლიო მედიცინის საკმაოდ ცნობილი ფიგურაა, უროლოგი­, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 1886-2001 წლებში ხელმძღვანელობდა ჰონკონგის უნივერსიტეტის დიაგნოსტიკური რადიოლოგიის განყოფილებას. მუშაობდა ბავშვთა რადიოლოგიაში. ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და ქართულ ენებს, 75 წლის კი გახდა 100 მეტრზე რბოლის ჩემპიონი. თუ დავუმატებთ იმას, რომ კონსტანტინე მეტრეველი უკრაინაშია დაბადებული, მარტივად გასაგები გახდება ბლეიზ მეტრეველის ქართველ წინაპარათა მიზნები: როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს ემიგრაციაში მყოფი არაერთი ქართველი შეუერთდა გერმანიის არმიას, რომლის დახმარებითაც ცდილობდნენ საქართველოს გათავისუფლებას რუსებისაგან. მათ შორის იყო კონსტანტინეს მამაც, არჩილ და გიზელ მეტრეველების­ ვაჟი, რომელიც ომის დროს უკრაინაში აღმოჩნდა, სადაც კონტანტინე მეტრეველი დაიბადა. აი, სავარაუდოდ, ასეთია მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ინგლისის საგარეო დაზვერვის უფროსის, ბლეიზ მეტრეველის ქართული ხაზი მამის მხრიდან, რასაც, ასევე სავარაუდოდ, თავად ბლეიზ მეტერეველი არასოდეს დაადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ამ თანამდებობაზეა.

ჩვენ კი ბლეიზ მეტრეველის სავარაუდო დიდი ბაბუის არჩილ მეტრეველის შესახებ ისტორიკოს რუსუდან დაუშვილს ვკითხეთ.

- ემიგრაციაში არაერთი მეტრეველი დარჩა. მე მხოლოდ თავად არჩილ მეტრეველის გერმანიაში საქმიანობა შევისწავლე და არა მისი შთამომავლობა. თუმცა, თუ ამ არჩილ მეტრეველზეა საუბარი, მინდა გითხრათ, რომ ის იყო საქართველოსთვის უაღრესად თავადებული კაცი, რომელსაც გერმანიაში საქართველოს საქმეების გარდა, სხვა არა უკეთებია რა. ისე განიცდიდა­ საქართველოს, როგორც ამბობენ, დამახინჯებულად ნათქვამ ქართულ სიტყვასაც­ ვერ იტანდა. არჩილ მეტრეველი სიცოცხლის ბოლომდე ქართველ სტუდენტებს­ მიუნხენის უნივერსიტეტში ასწავლიდა. ინახავდა სტამბას, სადაც არაერთი ქართული წიგნი გამოსცა. ამ წიგნებთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილის მთელი ის ნაშრომი, რაც ექვთიმემ პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში შენახულ ქართულ ხელნაწერებზე დააგროვა. ექვთიმე წერდა: "ჩემს მოვალეობად ვხდი უღრმესი მადლობა გამოვუცხადო ჩემს ყოფილ მოწაფეს ბ-ნ არჩილ მეტრეველს, რომელმაც ამ გამოცემის­ ხარჯი იკისრა და რომელსაც სავსებით შეგნებული აქვს აუცილებელი საჭიროება ამგვარი ძეგლების გამოცემისა და მზად არის განახორციელოს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელოვანი გამოცემანი".

მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად არ იყო დალხინებული, უდიდეს ქართულ საქმეს აკეთებდა და გერმანულ ენაზე გამოსცემდა ქართული აზროვნების უდიდეს ნიმუშებს. მაგალითად, გერმანულად გამოსცა სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე-სიცრუისა", "ვეფხისტყაოსანი", "ქართლის ცხოვრება", საქარ­თველოს გეოგრაფია ვახუშტისა და ა.შ. სწორედ მის გამოცემულ ჟურნალში "ბედი ქართლისა" შემხვდა ძალიან სევდიანი ცნობა­ იმის შესახებ, რომ არჩილის ქალიშვილი­ ელენე 28 წლის ასაკში 1949 წელს ბავა­რიაში ფილტვებს დაავადებით გარდაიცვალა.

- თუკი ასეა, შეიძლება ითქვას, სწორედ ამ არჩილ მეტრეველის მეუღლე ყოფილა გიზელა მეტრეველი. რომელიც ბლეიზ მეტრეველის დიდი ბებია გამოდის მამის მხრიდან...

- შესაძლოა. თუმცა, როგორც ვთქვი,­ არჩილ მეტრეველის ოჯახი არ შემისწავლია. თუკი არჩილ მეტრეველს ვაჟი ჰყავდა, ეჭვი არ მეპარება, რომ მას მამა თავისი იდეებით გაზრდიდა. არჩილს, ისევე როგორც არაერთ ემიგრირებულ ქართველს, რომლებიც იძულებით წავიდნენ სამშობლოდან, საქართველოს განმათავისუფლებლად მიაჩნდათ გერმანიის არმია, ისევე როგორც ევროპაში მცხოვრებ სხვა ემიგრანტებს. ამ მიზნით შეიქმნა უცხოეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისგან ქართული ლეგიონი, რომელიც გერმანელებთან ერთად იბრძოდა.

1942-45 წლებში არჩილ მეტრეველი გერმანიაში გამოსცემდა გაზეთს "საქართველო", რომელიც გვაცნობდა ქართული ლეგიონის ცხოვრებას. სულ 138 ნომერი გამოვიდა, ბოლო 1945 წლის 12 მარტს. გარდა ამისა, სწორედ არჩილმა დააბეჭდვინა ამ ლეგიონერებისთვის იმ ზომის "ვეფხისტყაოსანი", ჯიბეში რომ ჩატეულიყო და ყველა ქართველ ჯარისკაცს მუდამ თან ჰქონოდა როგორც ლოცვა. ტყვედ ჩავარდნილი არაერთი ქართველიც სწორედ არჩილმა გამოიხსნა ტყვეობისაგან. ასე რომ, ის ძალიან დიდი პიროვნება იყო, რომელიც შვილებს ასევე დიდ განათლებას აზიარებდა. თუ ბლეიზ მეტრეველი მართლაც მისი შთამომავალია, მის განათლებაც არ იქნება გასაკვირი.