როგორ გავართვათ თავი საგადასახადო ვალდებულებებს - კვირის პალიტრა

როგორ გავართვათ თავი საგადასახადო ვალდებულებებს

საქართველოში ბიზნესის წარმოება საგადასახადო ვალდებულებების სწორად გაგებასა და მართვას მოითხოვს. ბიზნესის ზომის მიუხედავად, სასურველია ერკვეოდეთ საგადასახადო კანონმდებლობაში, რომელიც საკმაოდ კომპლექსურია და ბევრ კომპონენტს მოიცავს. სწორედ ამიტომ, გადასახადების მართვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი სანდო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობაა.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, ძირითად საგადასახადო ვალდებულებებს საქართველოში და ვისაუბრებთ, მათი მართვის პრინციპებძე.

რა არის საგადასახადო ვალდებულებები?

საგადასახადო ვალდებულებები წარმოადგენს ბიზნესის ვალდებულებას, გადაიხადოს საგადასახადო კოდექსითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადები.

საქართველოში მოქმედი ძირითადი გადასახადებია:​

მოგების გადასახადი: ყოველთვიური განაკვეთი 15%.

დღგ (დამატებული ღირებულების გადასახადი): 18%.​

საშემოსავლო გადასახადი: 20%.

​ქონების გადასახადი: კომპანიებისთვის ≤1%, ფიზიკური პირებისთვის 0.05%-0.2% ან 0.8%-1% (დამოკიდებულია ოჯახის შემოსავლებზე)

გარდა ამისა, არსებობს სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც ვრცელდება მიკრო და მცირე, ასევე ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებზე. თითოეული სტატუსი გარკვეულ შეღავათებთან არის დაკავშირებული:

მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.

მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1 ან 3 პროცენტით.​

ფიქსირებული გადასახადოს სტატუსის მქონე ფიზიკური პირის დაბეგვრის განაკვეთი განსხვავებულია და დამოკიდებულია ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის სახეზე (დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახადი მერყეობს 1 ლარიდან - 2,000 ლარის ფარგლებში; ან დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 3%).

საგადასახადო ვალდებულებების მართვა

ბიზნეს საქმიანობისას შესაძლოა სხვადასხვა საგადასახადო ვალდებულების წინაშე აღმოჩნდეთ, რომელთა შესრულებაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული და სპეციფიკურ ცოდნას, გამოცდილებასა და მიდგომებს მოითხოვს.

პროცესის ეფექტიანი მართვისთვის მნიშვნელოვანია გყავდეთ სანდო, კვალიფიციური საგადასახადო კონსულტანტების გუნდი, რომელიც თქვენი დროითი და ფინანსური რესურსის დაზოგვის პარალელურად, მოგცემთ საშუალებას მშვიდ გარემოში განაგრძოთ ბიზნესის მართვასა და განვითარებაზე ზრუნვა.

საგადასახადო კონსულტანტი დაგეხმარებათ:

  • დეკლარაციების სწორად შევსებასა და წარდგენა
  • შისაგადასახადო რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში
  • საგადასახადო შეღავათების სწორად გამოყენებაში
  • თქვენი საქმიანობისთვის რელევანტური საკანონმდებლო ცვლილებებისა და სიახლეებით ინფორმირებაში
  • საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა, თქვენთვის საინტერესო ქეისის გადაწყვეტაში

Loialté-ში დაგხვდებიან გამოცდილი საგადასახადო აუდიტორები და კონსულტანტები, რომელთაც გააჩნიათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში (მათ შორის შემოსავლების სამსახურში) მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება. ისინი აქტიურად ეცნობიან კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს და მომსახურების პროცესში ითვალისწინებენ საგადასახადო ორგანოს პრაქტიკულ მიდგომებს.

თუ ISO სერტიფიცირებული, სანდო და პროფესიონალური საგადასახადო მომსახურება გჭირდებათ, Loialté თქვენთვის საუკეთესო პარტნიორია.

საგადასახადო ვალდებულებების მართვის პრინციპები

საგადასახადო ვალდებულებების მართვის პროცესში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ:

დროის მენეჯმენტი: საგადასახადო ვალდებულებების დროული იდენტიფიცირება და გადახდა თავიდან აგაცილებთ ჯარიმებსა და საურავებს

დოკუმენტაციის მართვა: გადასახადებით დაბეგვრის ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სრულყოფილი აღრიცხვა და კონტროლი მნიშვნელოვანია დამატებითი საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის დასაცავად

კვალიფიციურობა: საგადასახადო საკითხებზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომპანიისთვის შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების როგორც დარიცხვა, ისე მათი მინიმიზაცია. სწორედ ამიტომ, პროცესის მართვაში გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.

რისკი და ჯარიმების თავიდან აცილებაბიზნესმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემდეგ საკითხებს:​

დეკლარაციების დაგვიანება: საგადასახადო კოდექსით დადგენილი ვადების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქცია.

არასწორი ინფორმაციის წარდგენა: დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევებში აღნიშნულმა შესაძლოა საგადასახადო შემოწმების დანიშვნაც კი გამოიწვიოს

​კონკრეტული ოპერაციებისა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების არასწორი შეფასება - ხშირად, შესაბამისი სამრთლებრივი ცოდნის, გამოცდილების ან დროითი რესურსის ნაკლებობამ შესაძლოა ბიზნესი არასწორ გადაწყვეტებთან და საგადასახადო ვალდებულებებთან მიიყვანოს, რაც კომპანიისთვის საბოლოოდ მაინც ფინანსურ და რეპუტაციულ ზიანში რეალიზდება.

ბიზნესის ეფექტური მართვისთვის, აუცილებელია დროის გონივრულად განაწილება და დროულობა, დოკუმენტაციის სრულყოფილი კონტროლი, გააზრებული და კვალიფიციური გადაწყვეტილებების მიღება და გამოცდილების გამოყენება. ეს ყველაფერი ხელს შეგიწყობთ თავიდან აიცილოთ არასასურველი სანქციები და გადასახადები და მეტი დრო დაუთმოთ თქვენი ბიზნესის სტრატეგიულ განვითარებას.

Loialté მზადაა ამ პროცესში მუდმივად იყოს თქვენს გვერდით, როგორც სანდო და გამოცდილი პარტნიორი.

დაგვიკავშირდით დღესვე და გაიგეთ მეტი იმ სარგებლის შესახებ, რასაც Loialté-სთან თანამშრომლობით მიიღებთ!

R