როგორ შევქმნათ ოთახში დამატებითი სათავსოები - კვირის პალიტრა

როგორ შევქმნათ ოთახში დამატებითი სათავსოები

სახლში ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც ნივთებისთვის ადგილი აღარ გვრჩება, მითუმეტეს მცირე ზომის სივრცეში. ბევრი ავეჯი სივრცეს ამცირებს. საბედნიეროდ, ოთახში დამატებითი სათავსოს შექმნის, მარტივი და ეფექტური, გზები არსებობს. ამ ზონის შექმნა შეგიძლიათ ისე, რომ ინტერიერის შეცვლა არ მოგიწიოთ და სამოძრაო ადგილიც არ შეიზღუდოს.

დღეს გაგიზიარებთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ოთახში სათავსოების შექმნაში დაგეხმარებათ.

კედლის გამოყენებათუ იატაკზე ადგილი აღარ გრჩებათ, კედლები თქვენთვის საუკეთესო ვარიანტია, ხშირად ყველაზე დაუფასებელი სივრცე სახლში. კედლის თაროები არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ დეკორატიულადაც უხდება ოთახს, კომფორტსა და სიმყუდროვეს ანიჭებს. ამას ემატება დეკორატიული ელემენტიც: კედლის თაროზე შეგიძლიათ მოათავსოთ ისეთი ნივთები, რომლებიც მეტად გაალამაზებს ნებისმიერ ოთახს, მაგალითად, სასანთლე, ფიგურები და სხვა დეკორატიული აქსესუარები.

კედელზე ასევე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ პატარა კარადები ან კედლის ორგანიზატორები, რომლებიც სამოძრაო სივრცეს არ შეზღუდავს. მცირე სივრცეებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის გამოყენება - რაც უფრო მაღლა მოთავსდება სათავსო, მით მეტი ადგილი დაგრჩებათ ქვემოთ.

ავეჯის შერჩევა დამატებითი სათავსოთი

სივრცის გადატვირთვის გარეშე, დამატებითი სათავსოს შექმნა მრავალფუნქციური ავეჯის შეძენით შეგიძლიათ. მაგალითად, საძინებელი ოთახისთვის შესანიშნავი არჩევანია საწოლი სათავსოთი. ამერიკული ავეჯის სახლი, ეშლი ჰოუმსთორი, სათავსოიანი საწოლების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. აქ შეიძენთ სხვადასხვა დიზაინისა და ფერის საწოლებს, რომლებიც აუცილებლად დაგეხმარებათ სათავსოს შექმნასა და სივრცის დაზოგვაში. ამ მოდელების გამოყენებით, ზაფხულში ზამთრის ტანსაცმლის შენახვა შეგიძლიათ და პირიქით.

მისაღებ ოთახში, სადაც ოჯახი მეტ დროს ატარებს, ხშირად გროვდება ისეთი ნივთები, რომლებიც ყოველდღიურობაში არაა საჭირო, თუმცა მათთვის ადგილის გამოყოფა ხშირად რთულია. ეშლი ჰოუმსთორის საიტზე მარტივად და სწრაფად შეიძენთ ტელევიზორის მაგიდებს, რომლებსაც უჯრები და თაროები აქვთ.

ოფისებში ხშირად არეულობაა, ბევრი თანამშრომელი და უამრავი ნივთი. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ საოფისე სათავსოები და წიგნების თაროები. ამ ავეჯის გამოყენებით, ყველა თანამშრომელს შეეძლება ნივთები მოწესრიგებულად დაალაგონ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მოდელებიდან არცერთს დიდი სივრცე არ სჭირდება, საკმაოდ კომპაქტური და მოსახერხებელია.

გაითვალისწინეთ, რომ არსებული კარადების უკეთ ორგანიზება, ხშირ შემთხვევაში, დამატებითი ავეჯის საჭიროებას მთლიანად აუქმებს. გამოიყენეთ ორგანიზატორები, კალათები და განყოფილებები, რათა ყველაფერი მოწესრიგებულად და კომპაქტურად დაალაგოთ.

შეჯამება

თითქმის ყველა სახლში საჭიროა დამატებითი სათავსო. დროთა განმავლობაში ნივთები გვიგროვდება, რომელთაც ვერაფერს ვუხერხებთ. სწორედ ამისთვის შეგიძლიათ თქვენი სივრცის უკეთ ათვისება: კედლების გამოყენება, სათავსოიანი ავეჯის შეძენა და არსებული კარადების ორგანიზება.

ავეჯი სათავსოთი კი შეგიძლიათ ამერიკული ავეჯის სახლ, ეშლი ჰოუმსთორში შეიძინოთ. ავეჯის მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას მოგცემთ, ნებისმიერი სივრცისა და გემოვნების შესაფერისი მოდელი შეარჩიოთ.

R