ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს - კვირის პალიტრა

ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლევან დავითაშვილი ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

კობახიძემ გაწეული შრომისთვის ლევან დავითაშვილს მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"