"ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში?

პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას? - უნდა მოკლას პოლიტიკური პროცესი, უნდა მოკლას პოლიტიკა საქართველოში. - დიქტატურებში არ არსებობს პოლიტიკა, არ არსებობენ პოლიტიკური პარტიები, არ არსებობს თავისუფალი მედია ან რაიმე მედია, და არ არსებობენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ფიქრის, აზროვნების, ანალიტიკური ცენტრები! - რატომ უშვებს ამ ხალხს ციხეში?- ერთადერთი ამოცანა აქვს, ბევრი ტყვე უნდა დააგროვოს, საზოგადოების ყველა სეგმენტიდან: ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, პედაგოგები, პოლიტიკოსები რომ შემდეგ სარფიანად ივაჭროს. ივაჭროს თავის, საკუთარი ქონების გადასარჩენად და მისთვის მნიშვნელოვანი კორუმპირებული ადამიანების უსაფრთხოებისთვის. სულ ეს არის!" - წერს ხიდაშელი.